15.ივნისი .2020 22:20

2019 წელს სამაცივრეების მიერ გაყიდული პროდუქციის 3.8% უცხოეთის ბაზარზე იქნა რეალიზებული

2019 წელს სამაცივრეების მიერ გაყიდული პროდუქციის 3.8% უცხოეთის ბაზარზე იქნა რეალიზებული
views 462
უკან

სამაცივრეების მიერ გაყიდული პროდუქციიდან 3.8 პროცენტი უცხოურ ბაზარზე იქნა რეალიზებული, რომლის მნიშვნელოვან ნაწილს ქათმის ხორცი, თევზეული და ხილი და ბოსტნეული წარმოადგენდა. ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიდან ირკვევა.

საქსტატის ცნობით, სამაცივრე მეურნეობების მიერ შემდგომი რეალიზაციის მიზნით 2019 წლის განმავლობაში შესყიდულია 19.2 ათასი ტონა პროდუქცია. რაც შეეხება მომსახურების საფასურს - 13.2 მლნ. ლარი შეადგინა.

ამას გარდა, 2019 წლის განმავლობაში სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდულია 149.0 მლნ. ლარის
ღირებულების (35.8 ათასი ტონა) პროდუქცია, საიდანაც ღირებულებით გამოსახულებაში შედარებით დიდი ნაწილი (44.3 პროცენტი) იყო ადგილობრივი (საკუთარი) წარმოების. ამასთან, სამაცივრეების მიერ გაყიდული ადგილობრივი (საკუთარი) პროდუქციის 88.5 პროცენტი მოდიოდა ქათმის ხორცზე. იმპორტირებული პროდუქციის მნიშვნელოვან მოცულობას პირუტყვის ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით) (59.5 პროცენტი), ქათამის ხორცი (გაყინულის ჩათვლით) (19.0 პროცენტი) და თევზეული (16.2 პროცენტი) წარმოადგენდა.

"2019 წლის განმავლობაში მაცივრებში შენახული (განთავსებული) იყო 232.4 ათასი ტონა პროდუქცია, მათ შორის 61.3 პროცენტი ქათმის ხორცი (გაყინულის ჩათვლით), 18.7 პროცენტი პირუტყვის ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით), 9.0 პროცენტი ხილი და ბოსტნეული, 6.8 პროცენტი - თევზეული, 2.1 პროცენტი რძის პროდუქტები, ხოლო დანარჩენ პროდუქტებს 2.1 პროცენტი უკავია", – წერია საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა