მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2019 წელს საქართველო-ისრაელს შორის სავაჭრო ბრუნვა იმპორტის კლების ხარჯზე შემცირდა

5e4e30a9c29b2
ვიქტორია მღებრიშვილი
20.02.20 11:18
1178
2019 წელს ისრაელთან სავაჭრო ბრუნვა 6.8%-ით შემცირდა და 27.9 მლნ დოლარი შეადგინა (2018 წელს - 30.0 მლნ დოლარი).

BM.GE-ის მიერ საქსტატიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, სავაჭრო ბრუნვა იმპორტის კლების ხარჯზე არის შემცირებული. 2019 წელს ისრაელიდან იმპორტირებული საქონლის ღირებულებამ 13.5 მლნ დოლარი შეადგინა, მაშინ როდესაც 2018 წელს 20.7 მლნ დოლარი შეადგინა. იმპორტის კლებამ 34.7% შეადგინა.

რაც შეეხება ექსპორტს, 2019 წელს ისრაელში ექსპორტირებული საქონლის ღირებულება 35.7%-ით გაიზარდა და ისტორიულ მაქსიმუმს – 14.4 მლნ დოლარს მიაღწია. (2018 წელი - 9.2 მლნ დოლარი).

აღსანიშნავია, რომ 2014 წლის შემდეგ, 2016 წლამდე, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების ინტენსივობა შემცირდა, 2016-2018 წლებში კი გააქტიურდა: 2014 წელი - 41.7 მლნ დოლარი; 2015 წელი - 28.2 მლნ დოლარი; 2016 წელი - 15.5 მლნ დოლარი; 2017 წელი - 20.3 მლნ დოლარი; 2018 წელი - 30.0 მლნ დოლარი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობა ისრაელთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებაზე მუშაობს. ამასთან დაკავშირებით განცხადება ჯერ კიდევ 2013 წელს, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ისრაელის რეგიონალურ დიპლომატიურ ამბასადორიალზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა: "ჩვენ გვინდა გავააქტიუროთ მოლაპარაკებები საქართველოსა და ისრაელს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების თაობაზე, რაც გახდება ეკონომიკური აქტივობის, ვაჭრობისა და ორმხრივი ინვესტიციების გაზრდის მნიშვნელოვანი ფაქტორი".