მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2019 წელს საქართველოდან იმპორტისთვის $9 მლრდ გავიდა - TOP-10 საიმპორტო საქონელი

5e26a63715e6b
შოთა ტყეშელაშვილი
21.01.20 13:02
2096
2019 წლის განმავლობაში საქართველოდან უცხოეთში ექსპორტირებული საქონლის სრული მოცულობა $3.77 მილიარდამდე გაიზარდა, რაც 2018 წელთან შედარებით 12.4%-ით მეტი იყო, იმპორტი კი $9.06 მილიარდ დოლარს შეადგენდა, რაც წინა წელთან მიმართებით 0.8%-ით ნაკლებია. 

საქსტატის მიხედვით, გასული წლის განმავლობაში ქვეყანაში ნომერ პირველი საიმპორტო საქონელი ნავთობი იყო. წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკამ ნავთობის შეძენაში $756.9 მილიონი დოლარი გადაიხადა, რაც 2018 წელთან შედარებით 12.4%-ით ნაკლებია. 

საქართველოს უმსხვილესი საიმპორტო პროდუქტების რეიტინგი

1) ნავთობპროდუქტები - $756.9 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 12.4%;



2) მსუბუქი ავტომობილები - $653.7 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 6.5%;



3) სპილენძის მადნები და კონცენტრატები - $603.7 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 53%; (სპილენძის მადნების უდიდესი ნაწილი შემდგომ რეექსპორტის სახით გავიდა საქართველოდან)



4) სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - $355.4 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 4.8%;



5) ბუნებრივი აირი - $328.5 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 12%



6) მობილურები/სმარტფონები - $212 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 7.1%



7) ხორბალი და მესლინი - $105 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 8.5%;


8) თამბაქოს ნაწარმი (სიგარეტები, სიგარები, სიგარილები) - $104.8 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 43%;


9) საბურავები და რეზინის პნევმატური სარტყლები - $90.8 მილიონი დოლარი, 12.3%;



10) ელექტროენერგია - $78.3 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 3.4%.