მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2019 წელს საქართველომ $32.5 მლნ-ის ყავა იყიდა - TOP-იმპორტიორი ქვეყნები და კომპანიები

5e5f9eff28fbc
ვიქტორია მღებრიშვილი
05.03.20 09:00
3843
2019 წელს საქართველოში ყავის იმპორტი 2.2%-ით გაიზარდა და 32.5 მლნ დოლარი შეადგინა (2018 წელი - 31.8 მლნ დოლარი).

BM.GE-ის მიერ საქსტატიდან გამოთხოვილი მონაცემების მიხედვით, გასული წლის განმავლობაში 20-ზე მეტი ქვეყნიდან - 17.3 მლნ დოლარის 6.5 ტონა მოხალული ან მოუხალავი ყავის იმპორტი, ხოლო 15.2 მლნ დოლარის ღირებულების 3 797.9 ტონა ყავის ექსტრაქტები, ესენციები და კონცეტრატები იგივე უნალექო ყავა შემოვიდა ქვეყანაში.

2019 წელს მოხალული ან მოუხალავი ყავის იმპორტიორი ქვეყნების TOP-10 ასე გამოიყურება:

1. ინდონეზია - 6.2 მლნ დოლარი (2018 წელი - 7.1 მლნ დოლარი);
2. ვიეტნამი - 2.4 მლნ დოლარი (2018 წელი - 2.3 მლნ დოლარი);
3. იტალია - 2.0 მლნ დოლარი (2018 წელი - 1.8 მლნ დოლარი);
4. რუსეთი - 1.7 მლნ დოლარი (2018 წელი - 1.6 მლნ დოლარი);
5. გერმანია - 1.5 მლნ დოლარი (2018 წელი - 1.1 მლნ დოლარი);
6. სომხეთი - 973.4 ათასი დოლარი (2018 წელი - 889.9 ათასი დოლარი);
7. თურქეთი - 368.1 ათასი დოლარი (2018 წელი - 259.1 ათასი დოლარი);
8. ავსტრია - 354.2 ათასი დოლარი (2018 წელი - 304.3 ათასი დოლარი);
9. საფრანგეთი - 246.5 ათასი დოლარი (2018 წელი - 258.8 ათასი დოლარი)
10. კოლუმბია - 190.7 ათასი დოლარი.

რაც შეეხება ე.წ. უნალექო ყავას, უმსხვილეს საიმპორტო ქვეყნებს რუსეთი, უკრაინა და ბრაზილია წარმოადგენს, ათეული კი, ასე გამოიყურება:

1. რუსეთი - 8.7 მლნ დოლარი (2018 წელი - 7.9 მლნ დოლარი);
2. უკრაინა - 2.8 მლნ დოლარი (2018 წელი - 3.2 მლნ დოლარი);
3. ბრაზილია - 770.4 ათასი დოლარი (2018 წელი - 1.5 მლნ დოლარი);
4. თურქეთი - 724.1 ათასი დოლარი (2018 წელი - 523.3 ათასი დოლარი);
5. ინდოეთი - 557.0 ათასი დოლარი (2018 წელი - 575.2 ათასი დოლარი);
6. ინდონეზია - 271.3 ათასი დოლარი (2018 წელი - 99.9 ათასი დოლარი);
7. გერმანია - 256.2 ათასი დოლარი (2018 წელი - 383.5 ათასი დოლარი);
8. საფრანგეთი - 208.6 ათასი დოლარი (2018 წელი - 75.6 ათასი დოლარი);
9. არაბთა გაერთიანებული საამიროები - 189.9 ათასი დოლარი (2018 წელი - 31.7 ათასი დოლარი);
10. ვიეტნამი - 144.9 ათასი დოლარი (2018 წელ - 206.6 ათასი დოლარი)

ყავის მარცვლის უმსხვილესი იმპორტიორი კომპანიების TOP-10: შპს ბბ კომპანი; შპს ესპრესო ჯორჯია; შპს ახალი ყავის კომპანია; შპს სამი; შპს "ომპეტ"; შპს ჩერი; შპს PB Distribution; შპს კინგ ორიგინალი; შპს პრიმო; შპს კარენ ტრეიდ.

უნალექო ყავის უმსხვილესი იმპორტიორებს შორისაა: შპს გეო იმპექსი; შპს ესპრესო ჯორჯია; შპს გარანტია ლუქსი; შპს არგო; შპს თი-აი-დი ფუდს; შპს კლ კოფი კომპანი; შპს PB Distribution; შპს ნესტლე საქართველო; შპს იაკობზ დაუ ეგბერტს საქართველო და შპს მედითრეიდი.