მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2019 წელს საქართველომ ჩინეთისგან $859 მლნ-ის საქონელი იყიდა - TOP-10 პროდუქტი

5e2ee13c4b004
თელარა გელანტია
27.01.20 17:07
2234
2019 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2.7%-ით გაიზარდა და 12 834.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, ექსპორტი 3 771.5 მლნ აშშ დოლარი იყო (12.4%-ით მეტი), ხოლო იმპორტი - 9 063.2 მლნ აშშ დოლარი (0.8%-ით ნაკლები).

საქსატატის თანახმად, 2019 წელს ჩინეთიდან $858.6 მლნ დოლარის პროდუქცია შემოვიდა საქართველოში და ამ მაჩვენებლით ჩინეთი საიმპორტო ბაზრების სამეულშია თურქეთის და რუსეთის შემდეგ. ცნობისთვის: 2017 წელს ჩინეთიდან იმპორტმა $732.6 მლნ შეადგინა, 2018 წელს კი - $833.9 მლნ.

რა იყიდა საქართველომ ჩინეთისგან 2019 წელს?

1. ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან - $30 მლნ
2. მოწყობილობები ჰაერის კონდიცირებისათვის - $22 მლნ
3. მოწყობილობები ჰაერის კონდიცირებისათვის - $22 მლნ
4. რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები - $21.7 მლნ
5. აპარატურა მიმღები სატელევიზიო კავშირისათვის ¬- $21.3 მლნ
6. გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები - $21.4 მლნ
7. ნათურები და გამანათებელი მოწყობილობები - $18.7 მლნ
8. პოლიაცეტალები, პოლიეთერები - $18 მლნ
9. ტრანსფორმატორები ელექტრული, სტატიკური ელექტრული გარდაქმნელები - $14.8 მლნ
10. ბულდოზერები, ავტოგრეიდერები, ექსკავატორები, სატკეპნი მანქანები და სხვა - $13.9 მლნ

ცნობისთვის: საქართველოში ჩინეთიდან იმპორტი საკმაოდ დივერსიფიცირებულია. შესაბამისად, TOP-10 სასაქონლო ჯგუფი ჯამური იმპორტის 22%-ია. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ამ პროდუქციის გარდა, ჩინეთიდან ხორციელდება ფეხსაცმლის, მაცივრების, ხორცის, ნათურების და ა.შ. იმპორტი.

რაც შეეხება ექსპორტს, საქსტატის ოფიციალური წინასწარი მონაცემები აჩვენებს, რომ 2019 წელს საქართველოდან ჩინეთში $227.6 მლნ ლარის ექსპორტი განხორციელდა. 2018 წელს ეს მაჩვენებელი $198 მლნ იყო, ხოლო 2017 წელს, ვიდრე საქართველო-ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ამოქმედდებოდა, ჩინეთში $201 მლნ-ის საქონელი იქნა ექსპორტირებული. აღსანიშნავია, რომ გასული წლის მაჩვენებლებით ჩინეთს საქართველოს ძირითადი საექსპორტო ბაზრების ათეულში მე-6 პოზიცია უკავია.

რა გაყიდა საქართველომ ჩინეთში 2019 წელს?

1. მადნები და კონცენტრატები სპილენძის - $172.2 მლნ
2. ყურძნის ნატურალური ღვინოები - $18.8 მლნ
3. მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი - $12.9 მლნ
4. მადნები და კონცენტრატები ძვირფასი ლითონების - $5.7 მლნ
5. კოჭა, ზაფრანა, ურცი, დაფნის ფოთოლი, კარი და სხვა სანელებლები - $3.6 მლნ
6. თხილი და სხვა კაკალი - $3.4 მლნ
7. რეაგენტები დიაგნოსტიკური ან ლაბორატორიული - $2.7 მლნ
8. სამარჯვები ორთოპედიული; სხეულის ხელოვნური ნაწილები - $2.02 მლნ
9. ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები (ლიტრი, 100% სპირტი) - $839.7 ათასი
10. ალუმინი დაუმუშავებელი - $779,1 ათასი.