მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2019 წელს საქართველოს აეროპორტებში 24 447 რეისი განხორციელდა

5e1d800c34d2b
თელარა გელანტია
14.01.20 15:00
795
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, გასული 2019 წლის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტები, ჯამში, 5 209 505 მგზავრს მოემსახურა, რაც 2018 წელთან შედარებით 3.5%-ით მეტია, ხოლო ხოლო 2017 წელთან შედარებით ზრდა 27.63%-ია.

სააგენტოს ინფორმაციითვე, 2019 წლის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტებში, ჯამში, 24 447 რეისი განხორციელდა. აქედან რეგულარული რეისების რაოდენობა შეადგენდა 21 399-ს, ხოლო ჩარტერები - 3 048-ს.
2018 წელს განხორციელებული ფრენების რაოდენობასთან შედარებით, რეისებმა უმნიშვნელოდ, 0.65%-ით (159 რეისით) იკლო.

როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ რელიზშია აღნიშნული, უმნიშვნელო კლება დაფიქსირდა სატვირთო გადაზიდვების კუთხითაც. 2019 წელს, საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთის მოცულობამ 24 911. 336 ტონა შეადგინა, რაც 543.49 ტონით, შესაბამისად, 2.14%-ით ნაკლებია ვიდრე 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში გადაზიდული ტვირთის ოდენობა.