20.მარტი .2020 11:27

2019 წელს საქართველოს ეკონომიკის ზომა 50 მილიარდ ლარამდე გაიზარდა - საქსტატი

views 302
უკან

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა დღეს 2019 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, გასული წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკის ზომამ მიმდინარე ფასებში 50 მილიარდ ლარს მიაღწია, ეკონომიკის რეალური ზრდის ტემპი კი 5.1%-ს შეადგენდა. 

მშპ მიმდინარე ფასებში - 50 მილიარდი ლარი;
მშპ მიმდინარე ფასებში - $17.7 მილიარდი აშშ დოლარი;
მშპ ერთ სულზე - 13,428 ლარი;
მშპ ერთ სულზე - $4.763 დოლარი;
მშპ-ის რეალური ზრდა - 5.1%;
მშპ-ის დეფლატორის პროცენტული ცვლილება - 6.6%.

რაც შეეხება ეკონომიკის ცალკეული სექტორების მოცულობას, აქ პირველ ადგილზე ვაჭრობაა, რომელიც ეკონომიკის 14.4%-ს აგენერირებს. მეორე ადგილზე უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ოპერაციებია, რომლის მოცულობაც ეკონომიკის 11.5%-ს შეადგენს. შემდგომ პოზიციებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა (10.1 პროცენტი), მშენებლობა (8.6 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (7.2 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (6.8 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (6.5 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (5.4 პროცენტი).

რაც შეეხება ზრდის ტემპს დარგობრივ ჭრილში, საქსტატის მონაცემებით, გასული წლის განმავლობაში ეკონომიკის ოთხ დარგში კლება, დანარჩენებში კი ზრდა შეინიშნებოდა. ეს დარგებია:

სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა - კლება 1.1%;
სამთომოპოვებითი მრეწველობა - კლება 2%;
საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები - კლება 2.1%;
სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება - კლება 2.7%.

ზრდა დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (8.8 პროცენტი), უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (6.1 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (7.4 პროცენტი), ხელოვნება, გართობა და დასვენება (14.3 პროცენტი), ინფორმაცია და კომუნიკაცია (15.2 პროცენტი), განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები (8.9 პროცენტი), ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (9.6 პროცენტი), განათლება (8.8 პროცენტი).


მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა