მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2019 წელს საქართველოს ექსპორტი 12.4%-ით, $3.77 მილიარდამდე გაიზარდა

5e2552bee3e00
შოთა ტყეშელაშვილი
20.01.20 11:14
1448
დღეს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2019 წლის შემაჯამებელი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, 2019 წლის განმავლობაში საქართველოდან უცხოეთში ექსპორტირებული საქონლის სრული მოცულობა $3.77 მილიარდამდე გაიზარდა, რაც 2018 წელთან შედარებით 12.4%-ით მეტია. 

ჯამურად საქონლით  საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) $12.83 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2.7%-ით მეტია. აქედან ექსპორტი $3.77 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს (12.4 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი $9.06 მილიარდ აშშ დოლარი (0.8 პროცენტით ნაკლები).

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2019 წელს, $5.29 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.2%-ია. ამავე პერიოდში ექსპორტი რეექსპორტის გარეშე, წინა წელთან შედარებით 5.7% გაიზარდა და $2.35 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

"2019 წელს საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელდა 825.7 მლნ. აშშ დოლარის ექსპორტი, რაც 13.0 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 21.9 პროცენტს შეადგენს.

იმპორტის მოცულობამ $2.32 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია (7.4 პროცენტით ნაკლები) და მთლიანი იმპორტის 25.6 პროცენტი შეადგინა.

სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 3.14 მილიარდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 2.8 პროცენტით ჩამორჩება. რაც შეეხება სავაჭრო დეფიციტს 2019 წელს მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში მისი წილი 28.3 პროცენტით განისაზღვრა.

2019 წელს საქართველოდან დსთ-ის ქვეყნებში ექსპორტირებულია $2.00 მილიარდ აშშ დოლარის საქონელი, რაც 20.0 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 53.1 პროცენტს შეადგენს.
იმპორტის მოცულობა 2.43 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდა (9.5 პროცენტით ნაკლები), რაც მთლიანი იმპორტის 26.9 პროცენტია.

სავაჭრო ბრუნვამ დსთ-ის ქვეყნებთან $4.44 მილიარდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 1.8 პროცენტით მეტია. რაც შეეხება სავაჭრო დეფიციტს 2019 წელს მისი წილი მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში 8.2 პროცენტი იყო,"- ნათქვამია ანგარიშში.