მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2019 წელს საქართველოში 5.3%-ით მეტი სამშენებლო ნებართვა გაიცა

5e3284047c6e2
სალომე მეცხვარიშვილი
30.01.20 11:25
820
ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2019 წელს გაცემულია 10 749 ნებართვა (წინა წელთან შედარებით 5,3 პროცენტით მეტი) 7552,9 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წელთან შედარებით 21,7 პროცენტით მეტი). ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

ნებართვების 71,1 პროცენტი მოდის ქვეყნის 3 რეგიონზე. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 48,8 პროცენტი თბილისზე, 11,7 პროცენტი - აჭარის ა.რ.-ზე და 10,6 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე.

აღსანიშნავია, რომ 2019 წელს ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სასტუმროების, სავაჭრო ობიექტების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა - ნაგებობების მშენებლობაზე. გაცემულ ნებართვებში შედარებით დიდი წილით წარმოდგენილია მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები. დამთავრებული მშენებლობების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის 3 რეგიონზე. კერძოდ, 34,7 პროცენტი ქ. თბილისზე, 14,1 პროცენტი - კახეთის რეგიონზე, ხოლო 9,6 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე

სულ, 2019 წელს ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 2547,9 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წელთან შედარებით 21,8 პროცენტით მეტი) 2508 ობიექტი (წინა წელთან შედარებით 0,4 პროცენტით ნაკლები).