უძრავი ქონების სააგენტოს Colliers International Georgia-ს უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვის მიხედვით, 2019 წელს Airbnb-ის ბაზარზე 35 მლნ დოლარი აკუმულირდა.
მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ Airbnb სასტუმროების ბაზარს მნიშვნელოვან კონკურენციას უწევს. 2017 წლიდან შემოსავლები თითქმის გასამმაგდა, კონკრეტულად კი, 2017 წელს Airbnb-ს შემოსავლები - 12.5 მლნ დოლარი იყო, 2018 წელს - 22.7 მლნ დოლარი, ხოლო 2019 წელს - 35.1 მლნ დოლარი.
„ბოლო ორი წლის განმავლობაში თბილისში საერთაშორისო მაღალი კლასის სასტუმროების მიწოდება მნიშვნელოვნად გაიზარდა, რამაც ძირითადი მაჩვენებლების - ნომრის საშუალო დღიური ნორმის, დატვირთულობის კოეფიციენტის, ერთ თავისუფალ ოთახზე შემოსავლების შემცირება გამოიწვია. საერთო ჯამში, ბაზრის ზომა უმნიშვნელოდ შემცირდა, რაც Airbnb-ის ბაზრის მნიშვნელოვანი ზრდით დაკომპენსირდა. სასტუმროების და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების ბაზარი ჯამში 2%-ით გაიზარდა”, - აღნიშნულია კვლევაში.
Colliers International Georgia-ს ხელმძღვანელმა ირაკლი კილაურიძემ „საქმის კურსში“ სტუმრობისას განაცხადა, რომ Airbnb-ის მიერ სასტუმროების კლების დაკომპენსირება საინტერესო დაკვირვებაა.
„სწორი ანალიზი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ სექტორის მიერ პანდემიის დაძლევის შემდეგ, გავიგოთ თუ რა ახალი რეალობა გველოდება და როგორ უნდა მოახდინონ სასტუმროებმა ბიზნესის ადაპტაცია იმისთვის, რომ ახალ რეალობას, რომელიც რამდენიმე წელში გველოდება, მომზადებულები შეხვდნენ", - აღნიშნა ირაკლი კილაურიძემ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას
რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა სიგარეტის წვის დროს?
"1 გრამ შაფრანს საერთაშორისო ბაზარზე 10 დოლარად ვყიდი“ - გორში "წითელ ოქროს“ აწარმოებენ