მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2019 წელს საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტისთვის $78 მლნ გავიდა - რეკორდული მაჩვენებელი

5e26a08bdef12
დავით ჯალაღონია
21.01.20 16:00
1627
საქსტატის მონაცემებით, გასული 20 წლის განმავლობაში, ელექტროენერგიის იმპორტში ყველაზე მეტი თანხა საქართველოდან 2019 წელს დაიხარჯა - 78 მილიონ 327,1 ათასი აშშ დოლარი.

აღნიშნული მონაცემების მიხედვით, გასულ წელს, 2018 წელთან შედარებით, ელექტროენერგიის იმპორტისთვის ქვეყნიდან 3.4%-ით მეტი თანხა (75 მილიონ 774,0 ათასი აშშ დოლარი) გავიდა.

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მონაცემებთ, 2019 წელს საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი 7.8%-ით გაიზარდა და 1 მილიარდ 626.5 მილიონი კვტ.სთ შეადგინა.

გასულ წელს საქართველო, საჭიროების შემთხვევაში, ელექტროენერგიას რუსეთიდან (524.5 მლნ კვტ.სთ) და აზერბაიჯანიდან (1102.0 მლნ კვტ.სთ) იღებდა. კერძოდ, გასულ წელს რუსეთიდან იმპორტი ზრდამ 153% შეადგინა, აზერბაიჯანიდან კი პირიქით, 10%-ით შემცირდა.

შემცირებულია ექსპორტიც - 2018 წელთან შედარებით, გასულ წელს საქართველოდან თითქმის 59%-ით ნაკლები ელექტროენერგია (243.4 მლნ კვტ.სთ) გაიყიდა.