მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2019 წელს სატელევიზიო სარეკლამო ბაზარი შემცირდა

5e4fff02848be
შოთა ტყეშელაშვილი
21.02.20 21:20
1687
სატელევიზიო სარეკლამო ბაზარი 2019 წელს 10%-ით შემცირდა და მისმა მოცულობამ 67.97 მილიონი ლარი შეადგინა - ამის შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (GNCC) მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ხდება ცნობილი. 

სარეკლამო ბაზრის ზომის კლების ძირითადი მიზეზი 2019 წლის მეოთხე კვარტალში "რუსთავი 2-ის" სარეკლამო შემოსავლების 27%-იანი შემცირება იყო.

შედეგად, სარეკლამო ბაზარზე პირველ ადგილზე "იმედმა" გადაინაცვლა, რომელმაც 2019 წელს კომერციული რეკლამიდან 26.7 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. რეიტინგში მესამე ადგილზე ტელეკომპანია "პირველია", რომელმაც 2019-ში 3.9 მილიონი ლარის სარეკლამო შემოსავალი მოიზიდა, მეოთხეზე კი "სილქნეტია", რომლის სარეკლამო შემოსავალიც 2.6 მილიონი ლარი იყო.

სიაში მეხუთე ადგილზეა ტელეკომპანია "მთავარი", რომელმაც აქტიური მაუწყებლობა 2019 წლის მეოთხე კვარტალში დაიწყო. არხის მიერ მიღებული სარეკლამო შემოსავალი 2.4 მილიონ ლარს შეადგენს. 

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ანგარიშების მიხედვით, საქართველოს სატელევიზიო სარეკლამო ბაზარი ყველაზე დიდი 2017 წელს იყო და ის 89 მილიონ ლარს შეადგენდა. 

2019 წლის განმავლობაში, სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები მაუწყებლების მიხედვით, ასე გადანაწილდა: 

1. ტელეიმედი - 26,707,501 ლარი; ზრდა წინა წელთან 3% ; 
2. სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 - 22,133,956 ლარი; კლება წინა წელთან -27% ; 
3. ტელეკომპანია პირველი - 3,802,871 ლარი; ზრდა წინა წელთან 18% ; 
4. სილქნეტი - 2,618,284 ლარი; ზრდა წინა წელთან 12% ; 
5. მთავარი არხი - 2,447,351 ლარი;  
6. ჯი-დი-ეს თი-ვი - 1,839,936 ლარი; ზრდა წინა წელთან 22% ; 
7. საზოგადოებრივი მაუწყებელი - 1,420,479 ლარი; კლება წინა წელთან -51% ; 
8. სეტანტა ჯორჯია - 1,072,101 ლარი; ზრდა წინა წელთან 2% ; 
9. პალიტრა TV - 566,583 ლარი; ზრდა წინა წელთან 324% ; 
10. ტვ 25 - 528,447 ლარი; ზრდა წინა წელთან 9% ; 
11. სტუდია პულსი - 373,812 ლარი; 
12. ტელეკომპანია ”კავკასია” - 322,247 ლარი; კლება წინა წელთან -36% ; 
13. სტუდია მაესტრო - 302,368 ლარი; კლება წინა წელთან -30% . 

სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, განცხადებებს და ტელეშოპინგს მოიცავს. 

კომუნიკაციების კომისიის მიერ გამოქვეყნებულ მაჩვენებლებში "ფორმულა"-ს სარეკლამო შემოსავლის შესახებ ინფორმაცია არ არის მოცემული.