მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2019 წელს შრომის ინსპექტორებმა 1,254 შემოწმება განახორციელეს - ბექა ფერაძე

5e2d621ad9f04
თათია ჩაფიჩაძე
27.01.20 09:00
1077
გასულ წელს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა 1,254 ინსპექტირება და რეინსპექტირება განახორციელა.

დეპარტამენტის ხელმძღვანელის ბექა ფერაძის ინფორმაციით, რეინსპექტირების შემდეგ ობიექტებზე დადებითი ტენდენციები შეინიშნება.

„2019 წელს შემოწმების მაჩვენებლები რეკორდულად გაიზარდა, ჯამურად შეტყობინების გარეშე ინსპექტირება და რეინსპექტირება 1,254 -ჯერ განვახორციელეთ. გარდა ამისა, ვახორციელებთ შრომის უფლებებზე ზედამხედვებლობას, თუმცა ეს სარეკომენდაციო ხასიათისაა; იძულებით შრომაზე და შრომის ექსპლუატაციაზე, ჯამში, 1500-მდე შემოწმება განხორციელდა.

დარღვევები ფიქსირდება, თუმცა რეინსპექტირების შემდეგ გამოსწორების ტენდნეცია ყველგან არის.

როცა 100 ინსპექტორზე ვსაუბრობთ, ეს ეფუძნება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ შემოთავაზებულ მეთოდოლიგიას. განვითარებადი ქვეყნებისთვის რეკომენდაცია იყო 90, თუმცა ვინაიდან ჩვენთან ზედამხედველობა ათწლეულის განმავლობაში არ არსებობდა, ჩავთვალეთ, რომ 100 იყო მიზანშეწონილი რიცხვი.

ინსპექტორთა გადამზადებაში გვეხმარება შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია და ასევე ევროკავშირი, რომელმაც გრანტის სახით 1.5 მლნ გამოყო. გრანტის ფარგლებში მომდევნო 3 წლის განმავლობაში მოხდება ინსპექტორების გადამზადება და ტექნიკური რეგლამენტების ევროკავშირის კანონდებლობასთან დაახლოეება“, - განაცხადა ფერაძემ.