მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2019 წელს ტექდათვალიერებაზე გასული ავტომობილების 58% პირველად ტესტირებაზე ჩაიჭრა

5da9a275dbd5a
შოთა ტყეშელაშვილი
18.10.19 15:33
1193
2019 წლის პირველი იანვრიდან პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის სავალდებულო გახდა. bm.ge-ს მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსგან გამოთხოვილი დოკუმენტის მიხედვით, 2019 წლის 8 თვის განმავლობაში ტესტირებაზე სულ 529,346 ავტოსატრანსპორტო საშუალება იყო მისული, საიდანაც 306,907-მა, ანუ 58%-მა გაუმართავობის გამო, პირველადი ტესტირება ვერ გადალახა. ამ ავტომობილებს მდგომარეობის გამოსასწორებლად ერთთვიანი ვადა მიეცათ.

პირველად ტესტირებაზე ჩაჭრილი ავტომობილებიდან, სავალდებულო მოთხოვნების დაკმაყოფილება ხელახალ შემოწმებაზე 1171 ავტოსატრანსპორტო საშუალებამ ვერ შეძლო, რის გამოც, მათ მოძრაობის უფლება შეუჩერდათ.

ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების სტატისტიკა ასეთია:




ტექდათვალიერების დროს ავტომობილი მოწმდება შემდეგ პარამეტრებზე: გამონაბოლქვი, სამუხრუჭე სისტემა, საჭის მექანიზმი, სავალი ნაწილები, საბურავები, ხილვადობა, ფარები, შუქამრეკლები და ელექტრომოწყობილობა. ავტომობილის დახარვეზება შეიძლება შედარებით მსუბუქმა დარღვევამაც გამოიწვიოს, რომლის აღმოფხვრაც ავტომესაკუთრისგან დიდ დანახარჯებს არ მოითხოვს, თუმცა, შედარებით უფრო ძვირადღირებული პრობლემების აღმოფხვრისთვის როგორც ირკვევა, არის შემთხვევები, როდესაც ავტომობილები ნაქირავებით აღებული ნაწილებით მიდიან შემოწმებაზე. ასეთი პრაქტიკა რეფორმის ეფექტიანობას ამცირებს.

პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ამოქმედებამ ამ მხრივ კორუფციული რისკების ზრდაც გამოიწვია. 2019 წლის მაისში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დააკავეს პირები, რომლებიც ყალბ ცნობებს გასცემდნენ.

“"გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში მდებარე პირველადი ტექნიკური ინსპექტირების სამ ცენტრში, კერძო პირების საკუთრებაში არსებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, ასევე, შპს "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ კუთვნილ, ტექნიკურად გაუმართავ ე.წ. "ყვითელ“ სამგზავრო ავტობუსებზე გაიცემოდა ყალბი დადებითი დასკვნები" - აცხადებს საგამოძიებო სამსახური.