მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2019 წელს ხორბლისა და მესლინის იმპორტი შემცირდა - რომელ ქვეყნებში ვყიდულობთ მარცვლეულს?

5e3918c2e5f8a
ვიქტორია მღებრიშვილი
04.02.20 14:30
2818
2019 წელს ხორბლისა და მესლინის იმპორტი 8.5%-ით შემცირდა და იმპორტირებული 492 826 ტონა საქონლის ღირებულებამ 105.1 მლნ დოლარი შეადგინა (2018 წელი - 114.9 მლნ დოლარი).

BM.GE-ის მიერ საქსტატიდან გამოთხოვილი მონაცემების მიხედვით, ხორბალსა და მესლინს ძირითადად რუსეთიდან ვყიდულობთ. 2019 წელს მთავრი იმპორტიორი ქვეყნებიდან საქონლის შემოტანა მნიშვნელოვნად შემცირდა.

ქვეყნები, საიდანაც გასულ წელს ხორბლისა და მესლინის იმპორტი ხორციელდებოდა:

1. რუსეთი - 90.6 მლნ დოლარი, 430 236 ტონა (2018 წ. – 95.8 მლნ დოლარი, 483 505 ტონა);
2. ყაზახეთი - 13.2 მლნ დოლარი, 56 248 ტონა (2018 წ. – 18.2 მლნ დოლარი, 88 865 ტონა);
3. აშშ - 1.1 მლნ დოლარი, 6 000 ტონა;
4. ირანი - 45.5 ათასი დოლარი, 230 ტონა;
5. თურქეთი - 24.1 ათასი დოლარი, 46 ტონა (2018 წ. – 672.5 ათასი დოლარი, 3 117 ტონა);
6. ავსტრია - 20.6 ათასი დოლარი, 20 ტონა (2018 წ. – 14.5 ათასი დოლარი, 14 ტონა);

აღსანიშნავია, რომ 2019 წელს იმპორტი არ განხორციელებულა უკრაინიდან, მაშინ როდესაც 2018 წელს ქვეყანაში შემოტანილი 1 176 ტონა ხორბლისა და მესლინის ღირებულებამ 238.3 ათასი დოლარი შედაგინა.