მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2019 წელთან შედარებით ეკონომიკა წელს 3.2%-ით გაიზარდა - ხუციშვილი

61cedfcdc1f04
ვიქტორია მღებრიშვილი
31.12.21 14:57
807
ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის შეფასებით, 2021 წელს 2019 წელთან შედარებით ეკონომიკა 3.2%-ით გაიზარდა. ამის შესახებ მან სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული 2021 წლის ნოემბრისა და 11 თვის ეკონომიკური ზრდის წინასწარი მონაცემების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, 11 თვის ეკონომიკურმა ზრდამ 10,7% შეადგინა და მნიშვნელოვანია, რომ არსებითი გაუმჯობესება ფიქსირდება ყველა მიმართულებით.

„მიმდინარე წლის ნოემბერში, საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა 12%-ით, ხოლო 11 თვის ეკონომიკურმა ზრდამ 10,7% შეადგინა. ნოემბერში ექსპორტის ზრდა 40%-ს აღემატება. ზოგადად, მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს საგარეო ვაჭრობის მიმართულებით. გარდა ამისა, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ტურიზმის სექტორი, ასევე, ფულადი გადმორიცხვები, საგადასახადო შემოსავლები.

ვხედავთ, რომ მიუხედავად არსებული გამოწვევისა პანდემიის მიმართულებით, გვაქვს ნამდვილად შთამბეჭდავი შედეგები ეკონომიკის აღდგენის კუთხით. მიმდინარე წელს არა მხოლოდ სრულად მოხდა კომპენსირება გასული წლის ეკონომიკური კლების, არამედ 2021 წელს, 2019 წელთან შედარებით საქართველოს ეკონომიკა 3,2%-ით არის გაზრდილი. ეს იმ ფონზე, როდესაც ჩვენ არსებითად შევამცირეთ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, საბიუჯეტო დეფიციტი და შემცირდა საგარეო ვალის მოცულობა ეკონომიკასთან მიმართებით“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.