მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2019 წლამდე რეფორმირების ფარგლებში დონორების მხრიდან $7 მლრდ-ზე მეტი დაიხარჯა - გახარია

5e31624c6508d
ინგა მურუსიძე
29.01.20 14:40
894
"სხვადასხვა სახის საერთაშორისო ორგანიზაციების, თუ ფინანსური ინსტიტუტების მხრიდან საქართველოს რეფორმირების ფარგლებში, 2018 წლის ჩათვლით, დაახლოებით 7 მლრდ დოლარზე მეტი იყო დახარჯული", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დონორთა ყოველწლიური ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, დღეს საქართველოს მთავრობა მის ყოველდღიურ და გრძელვადიან გეგმაში გამოყოფს ოთხ პრიორიტეტულ მიმართულებას: უსაფრთხოება, ეკონომიკური განვითარება და სამუშაო ადგილები, განათლება და ადამიანური კაპიტალის განვითარება და მეოთხე - ღია მმართველობა.

"სხვადასხვა სახის საერთაშორისო ორგანიზაციების, თუ ფინანსური ინსტიტუტების მხრიდან სააქართველოს რეფორმირების ფარგლებში, 2018 წლის ჩათვლით დაახლოებით 7 მლრდ დოლარზე მეტი იყო დახარჯული. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ საქართველოს არის განვითარებადი დემოკრატია, გვაქვს ძალიან მძიმე პოსტსაბჭოთა წარსული და ყველას კარგად გვესმის, რომ შეიძლება დაგვჭირდეს ბევრი წლები რეფორმებისთვის, რათა ჩვენ დავუახლოვდეთ და შევესაბამებოდეთ ევროპულ სტანდარტებს, როგორი ამბიციებიც ჩვენ გაგვაჩნია.

როცა ვსაუბრობთ დონორთა კონფერენციებზე, მნიშვნელოვანია, თანხვედრა იყოს იმ სფეროებს შორის, რომლებიც არის დაფიქსირებული მთავრობის სამოქმედო გეგმაში და ამაზე უნდა ვისაუბროთ ჩვენ დღეს, რადგან ჩვენი თანხვედრა იყოს მაქსიმალურად ეფექტური და ზუსტი", - განაცხადა გახარიამ.