19.ნოემბერი .2019 11:15

2019 წლის 10 თვეში საქართველოს ექსპორტი 10.4%-ით გაიზარდა, იმპორტი კი, 3.1%-ით შემცირდა

views 220
უკან

2019 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10 366.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 0.5%-ით მეტია.

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, აქედან ექსპორტი 3 035.7 მლნ აშშ დოლარი იყო (10.4%-ით მეტი), ხოლო იმპორტი - 7 331.2 მლნ აშშ დოლარი (3.1%-ით ნაკლები).

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2019 წლის იანვარ-ოქტომბერში, 4 295.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.4%-ია.

ამავე პერიოდში ექსპორტი რეექსპორტის გარეშე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.9%-ით გაიზარდა და 1 889.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

საქსტატის ცნობითვე, 2019 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელდა 685.2 მლნ. აშშ დოლარის ექსპორტი, რაც 14.2%-ით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 22.6%-ს შეადგენს. იმპორტის მოცულობამ 1 889.0 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია (9.0%-ით ნაკლები), რაც მთლიანი იმპორტის 25.8%-ია. სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 2 574.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 3.8%-ით ჩამორჩება. რაც შეეხება სავაჭრო დეფიციტს 2019 წლის იანვარ-ოქტომბერში მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში მისი წილი 28%-ით განისაზღვრა.

რაც შეეხება დსთ-თან ვაჭრობას, 2019 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან დსთ-ის ქვეყნებში ექსპორტირებულია 1 610.6 მლნ. აშშ დოლარის საქონელი, რაც 22.5%-ით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 53.1%-ს შეადგენს. იმპორტის მოცულობა 1 927.2 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა (12.5%-ით ნაკლები), რაც მთლიანი იმპორტის 26.3%-ია.

სავაჭრო ბრუნვამ დსთ-ის ქვეყნებთან 3 537.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 0.6%-ით მეტია. რაც შეეხება სავაჭრო დეფიციტს, 2019 წლის იანვარ-ოქტომბერში მისი წილი მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში 7.4% იყო.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა