მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2019 წლის 10 თვეში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადის 1%-იანი კლება დაფიქსირდა

5dcaca07ea55b
თელარა გელანტია
12.11.19 19:20
1571
„თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ოქტომბერში 284,442 მგზავრს მოემსახურა, რაც -15%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წელი 335094 მგზავრი )”, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ გავრცელებულ სტატისტიკურ ინფორმაციაშია ნათქვამი.

ამასთან, სტატისტიკა აჩვენებს, რომ შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადის -1% კლებაა 10 თვის ჭრილშიც. აეროპორტი იანვარ-ოქტომბერში 3,255,965 მგზავრს მოემსახურა (2018 წელი 3,286,344 მგზავრი).

შეგახსენებთ: რამდენიმე კვირის წინ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მმართველი კომპაანიის TAV Georgia-ს გენერალურის მენეჯერის მოადგილემ თეა ზაქარაძემ იმედი გამოთქვა, რომ მომავალი წლის გაზაფხულიდან რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლა აღდგება.

ცნობისთვის: ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, 2019 წლის 10 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები ჯამში - 4,555,673 მგზავრს მოემსახურა, რაც 4%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს (2018 წელი 4,362,002 მგზავრი).