მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2019 წლის 11 თვეში საქართველოდან თაფლის ექსპორტი შემცირდა

5e01b7261f1a8
ვიქტორია მღებრიშვილი
25.12.19 09:00
2019

2019 წლის იანვარ-ნოემბრის მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებული თაფლის ღირებულება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18.2%-ით შემცირდა.

აღნიშნული BM.GE-ის მიერ სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან გამოთხოვილი მონაცემებიდან ირკვევა.

საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 11 თვეში საქართველოდან, მსოფლიოს 15-ზე მეტ ქვეყანაში ექსპორტზე 6.4 ტონა თაფლი გავიდა, რომლის ღირებულებამ ჯამში 56 200 დოლარი შადგინა.

2018 წლის ანალოგიურ პერიოდში საქართველოდან ექსპორტირებული თაფლის ღირებულება 68 700 დოლარი იყო.

აღსანიშნავია, რომ 2015 წლიდან საქართველოდან თაფლის ექსპორტი ყოველწლიურად კლებულობდა: 2015 წელი - 8.3 ტონა, ღირებულება 73.1 ათასი დოლარი; 2016 წელი - 3.8 ტონა, ღირებულება 21.2 ათასი დოლარი; 2017 წელი - 2.2 ტონა, ღირებულება 15.8 ათასი დოლარი;  2018 წელსაც თაფლის ექსპორტს კლების ტენდენცია ჰქონდა. გასულ წელს ჯამში 21 ტონა თაფლი ექსპორტირდა, რომლის ღირებულება 69.5 ათასი დოლარია.