მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2019 წლის 11 თვეში საქართველოდან თხილის ექსპორტი გაიზარდა

5dfc6842b725f
ვიქტორია მღებრიშვილი
20.12.19 10:40
1829
2019 წლის 11 თვეში საქართველოდან ექსპორტირებული თხილის ღირებულება 54.755 მლნ აშშ დოლარია. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან BM.GE-ის მიერ გამოთხოვილ ინფორმაციაშია ნათქვამი. ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემს (50.414 მლნ აშშ დოლარი) 8.6%–ით აღემატება.

რაც შეეხება რაოდენობრივ მონაცემებს, საქსტატის ცნობით, 2019 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან 10 879.4 ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა, საიდანაც 2 391.1 ტონა ახალი, ან ხმელი ნაჭუჭგაუცლელი თხილია, ხოლო 8 488.4 ტონა ახალი ან ხმელი ნაჭუჭგაცლილი თხილი.

ექსპორტირებული ნაჭუჭგაუცლელი თხილის ღირებულებამ ჯამში, 6.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხმელი ნაჭუჭგაცლილი თხილის ღირებულება კი 48.5 მლნ დოლარს აღემატებოდა.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლიდან, აზიური ფაროსანასა და სხვადასხვა სოკოვანი დაავადებებისგან მიღებული ზიანის გამო, თხილის მოსავალი და შესაბამისად, ექსპორტი რადიკალურად შემცირდა.

თხილის ექსპორტი (მლნ აშშ$):
2014 - 183,348.9
2015 - 176,207.0
2016 - 179,378.3
2017 - 82,344.7
2018 - 57,265.5