მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2019 წლის 9 თვეში მთავრობის სამივლინებო ხარჯი 282%-ით, 62 მილიონ ლარამდე გაიზარდა

5de6372ee93cb
შოთა ტყეშელაშვილი
03.12.19 14:21
2537
2019 წლის 9 თვის განმავლობაში საქართველოს მთავრობამ ადგილობრივ თუ საერთაშორისო მივლინებებზე 62.3 მილიონი ლარი დახარჯა. ეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის "ბიუჯეტის მონიტორის" მონაცემებით, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით 46 მილიონი ლარით, ანუ 282%-ით მეტია. 

რაც შეეხება სხვა სახის ბიუროკრატიულ და ადმინისტრაციულ ხარჯებს, 2019 წლის 9 თვეში, საჯარო სექტორში დასაქმებულთა ანაზღაურებამ 1.1 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 2018 წელთან შედარებით 53 მილიონი ლარით მეტია. 

ამავე პერიოდში საქართველოს საჯარო უწყებებში დასაქმებულ პირებს 163 მილიონი ლარის დანამატი გამოეწერათ, რაც 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 21.3 ლარით მეტია.

ბიუჯეტის მონიტორი აჩვენებს, რომ საჯარო სისტემაში პრემიების გაცემის პრაქტიკა თითქმის სრულად, დანამატების გაცემამ ჩაანაცვლა. 2019 წლის 9 თვეში პრემიების სახით 4,817,514 ლარი გაიცა, რაც 2018 წელთან მიმართებით 2,758,599 ლარით ნაკლებია. შედარებისთვის, სულ რაღაც ორი წლის წინ პრემიების დარიგების პრაქტიკა ბევრად გავრცელებული იყო და ის 29 მილიონ ლარს შეადგენდა.