მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2019 წლის 9 თვეში საქართველოს ეკონომიკა 5 პროცენტით გაიზარდა

5dba89b3aba01
BM.GE
31.10.19 11:00
2073
საქსტატმა დღეს 2019 წლის სექტემბრის ეკონომიკური ზრდის შესახებ გამოაქვეყნა ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, პერიოდის განმავლობაში  რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 5.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2019 წლის III კვარტლის რეალური ზრდა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.7 პროცენტით განისაზღვრა. ამასთან, 2019 წლის პირველი ცხრა თვის საშუალო რეალური ზრდა 5.0 პროცენტს შეადგენს.

2019 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა შეინიშნებოდა მშენებლობაში, ტრანსპორტში, ვაჭრობაში, სასტუმროებსა და რესტორნებში, დამამუშავებელ  მრეწველობაში.

საქსტატის ინფორმაციით, სექტემბერში კლება დაფიქსირდა სამთომოპოვებით მრეწველობაში და კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევის დარგში.

წლის 9 თვის განმავლობაში ეკონომიკურ ზრდაზე დადებითი გავლენა იქონია 11.1%-ით გაზრდილმა ექსპორტმა, ასევე დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის 15.7%-იანმა ზრდამ.