მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ფრენები 96%-ით აღდგა - სააგენტო

610a463ea748a
ინგა მურუსიძე
04.08.21 11:42
875
მიმდინარე წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით, საავიაციო ბაზარზე ოპერირებას ახორციელებს 39 ავიაკომპანია - ორით მეტი ავიაკომპანია, ვიდრე 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში, - ამის შესახებ bm.ge-ს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან აცნობეს. 

"ფრენები სრულდება 77 მიმართულებით. 2019 წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდში ავიარეისები სრულდებოდა 80 მიმართულებით, შესაბამისად, აღდგენის მაჩვენებელი 96%-ს შეადგენს;

2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აღდგენილია ავიარეისების 88%-ი. მიმდინარე წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით, ფრენები ხორციელდება 385-405 სიხშირით კვირაში. 2019 წლის ამ დროს კი, რეისები სრულდებოდა კვირაში 440-460 სიხშირით", - ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციაში.