მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2019 წლის ბიზნეს მოვლენები: Boeing, Huawei და Brexit

5e061526dade3
ნათია თაქთაქიშვილი
27.12.19 19:40
999
BBC 2019-ის იმ ბიზნეს მოვლენებს ასახელებს, რომელმაც განსაკუთრებული კვალი დატოვა მსოფლიოზე. წლის მნიშვნელოვან მოვლენებში მოხვდა Huawei, Brexit-ი და Boeing-ის თემა.

ტექნოლოგიური გიგანტი Huawei ჩამონათვალში მოხვდა მას შემდეგ, რაც აშშ-მა  ამერიკის ბაზარზე კომპანიის პროდუქციის გაყიდვა აკრძალა. აღნიშნულ ქმედებას წინ უძღოდა ჩინეთსა და ამერიკას შორის ეკონომიკური დაძაბულობის წარმოქმნა. უნდა აღინიშნოს, რომ Huawei-ის Android-ის სიტემის ზოგიერთი განახლებისადმი წვდომა შეეზღუდა, ხოლო ახალი სმარტფონები, რომლებსაც კომპანია გამოუშვებს, დაკარგავენ წვდომას Google Play Store-თან, YouTube-სა და Maps-თან.

2019 წლის მნიშვნელოვან მოვლენებში მოხვდა Brexit-ი. ბორის ჯონსონის რესპუბლიკურმა პარტიამ საბოლოოდ დაანონსა მოსალოდნელი Brexit-ი. ანალიტიკოსების ნაწილი აღნიშნულ მოვლენას ნეგატიურად აფასებს და აცხადებენ, რომ ეს მოვლენა ნეგატიურად აისახება ინვესტორების მოლოდინებზე.

Boeing-ი სერიოზული ავიაინციდენტების გამო მოხვდა BBC-ის მიერ დასახელებულ ბიზნეს მოვლენებში. მოკლე პერიოდში „ბოინგ 737 მაქს 8-მ“ უკვე მეორე კატასტროფა განიცადა.

გასული წლის ოქტომბერში ინდონეზიური ავიაკომპანიის კუთვნილი თვითმფრინავი ზღვაში ჩავარდა, რის შედეგადაც 189 ადამიანი დაიღუპა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული თვითმფრინავების გამოყენება დროებით შეაჩერებულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.