მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2019 წლის დეკემბერში მობილური ინტერნეტის ტრაფიკის პირველ ადგილზე "ბილაინი" იყო

5e68c422bd5fc
BM.GE
11.03.20 15:22
1139
2019 წელი მნიშვნელოვანი იყო „ვიონი საქართველოსთვის“ (ბილაინი) მობილური ინტერნეტის შემდგომი პოპულარიზაცის მიმართულებით.

2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, „ვიონი საქართველოს“ მობილური ინტერნეტის მომხმარებლების რაოდენობა 837,682-ს გაუტოლდა, რაც 23% -ით მეტია 2018 წლის დეკემბრის მონაცემებზე.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მონაცემებით, საქართველოში მობილური ინტერნეტის მომხმარებლების მთლიან რაოდენობაში „ვიონი საქართველოს“ წილი 31.5%-ია. „ვიონი საქართველოს“ მობილური ინტერნეტის ტრაფიკმა 2019 წლის დეკემბერში შეადგინა 3306 ტერაბაიტი, რაც 37%-ით მეტია 2018 წლის დეკემბრის მონაცემებზე. 2019 წლის დეკემბრის მდგომარეობით, „ვიონი საქართველო“ პირველ ადგილს იკავებდა ქვეყანაში მობილური აბონენტების მიერ მოხმარებული ინტერნეტის მოცულობის მიხედვით (35.8%).

აღსანიშნავია, 2019 წლის სხვა მონაცემებიც. „ვიონი საქართველოს“ აბონენტების რაოდენობამ (ბ ტიპი) 2019 დეკემბრის მდგომარეობით შეადგინა 1,071,680, რაც 11.5%-ით მეტია 2018-ის დეკემბრის მონაცემებზე. ბაზრის წილმა აბონენტების (ბ ტიპი) მიხედვით, 2019 წლის დეკემბერში 23.9%-ი შეადგინა, რაც 2.1%-ით მეტია 2018 წლის მონაცემებზე.

„ვიონი საქართველო“ წამყვან პოზიციაზეა 2019 წლის საცალო შემოსავლების ზრდის ტემპით. კომპანიის ინფორმაციით, 2019 წლის საცალო შემოსავალი 2018-თან შედარებით გაიზარდა 14.9%-ით, ხოლო ბაზრის მთლიან შემოსავალში „ვიონი საქართველოს“ წილმა შეადგინა 18.1%-ი, რაც 1.8%-ით მეტია 2018-ის მონაცემზე.