დღეის მონაცამებით, 2019 წლის მგზავრების 60% უკვე დავიბრუნეთ,- ამის შესახებ BMG-ს TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ განაცხადა. TAV Georgia ბათუმისა და თბილისის საერთაშორისო აერპორტებს მართავს, ამიტომ ზაქარაძემ ასევე ისაუბრა მიმდინარე სამუშოებსა და სამომავლო გეგმებზე.
„ვაგრძელებთ იმ პროექტებს, რაც დაგეგმილი გვქონდა: (თბილისის აეროპორტში) მთლიანად გამოიცვალა ასფალტის საფარი მოსასვლელთან, მთელი გზა თავიდან ბოლომდე გაკეთდა; ასევე მანქანების სადგომზე მოეწყო გამწვანება,სადგომი ბევრად უფრო თანამედროვე, მგზავრებისთვის ბევრად უფრო მარტივი და კომფორტული იქნება - ეს ყველაფერი აგვისტოს ბოლოს დასრულებული იქნება.
ასევე, ჰოლდინგი ახორციელებს „სმარტ აეროპორტის“ პროექტს: აეროპორტები გაციფრულდება, უფრო თანამედროვე სისტემებზე გადავა. ეს კონცეფცია გულისხმობს მომხმარებლისთვის ჩვენი სერვისების უფრო მოქნილ და კომფორტულად ქცევას: ეს ეხება რეგისტრაციის და ბარგის მიწოდების სერვისებს. აქვე ვიტყვი, რომ ეს სისტემები საკმაოდ ძვირადღირებულია“, - განაცხადა თეა ზაქარაძემ.
ამასთან, TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერის თქმით, ბათუმის აეროპორტში ინერგება ბარგის მიწოდების ახალი სისტემა და სრულად იცვლება რეგისტრაციის მონიტორები. მისივე თქმით, ნორვეგიაში ავოაკომპანიების წარმომადგენლებს შორის ღონისძიება იმართება, სადაც TAV Georgia-ც იღებს მონაწილეობას და ის თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების გაერთიანებას წარმოადგენს.
„სწორედ ამიტომ, არაერთი შეხვედრა გვექნება ევროპულ ავიაკომპანიებთან და უკვე პირისპირ მოლაპარაკების რეჟიმში ვიქნებით“, - განაცხადა ზაქარაძემ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ