მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2019 წლის მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული საფეხბურთო გუნდები

5ddbdefcc2865
BM.GE
26.11.19 00:10
1389
მსოფლიოს წამყვანი საფეხბურთო გუნდები, შემოსავლებს და გულშემატკივრების შთამბეჭდავ რაოდენობას არც წელს უჩივიან. მათი სპონსორები კი მზად არიან მეტი თანხა გადაიხადონ ამა თუ იმ გუნდის დაფინანსებაში, რადგან მსგავსი გარიგებები სპონსორი კომპანიების ცნობადობას და პოპულარულობას მნიშვნელოვნად ზრდის.

აღსანიშნავია, რომ მადრიდის რეალმა თავისი სპონსორობის უფლება Providence Equity-ს 224 მილიონ დოლარად მიჰყიდა. გასულ სეზონს, კი ბარსელონას ჰქონდა წარმატებული გარიგება იაპონურ ელექტრონული კომერციის გუნდ Rakuten-თან, რომელიც 246 მილიონი დოლარით განისაზღვრა. ბარსელონამ ასევე გააფორმა ხელშეკრულება სპორტული ტანისამოსის და ფეხსაცმლის წამყვან ბრენდ Nike-თან. ხოლო "იუვენტუსმა" კონტრაქტი დადო "ადიდასთან", საიდანაც ფეხბურთის გუნდმა 457 მილიონი დოლარის მიიღება შეძლო.

2019 წლის მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული საფეხბურთო გუნდების ჩამონათვალში ორწლიანი ტაიმაუტის შემდეგ, მადრიდის რეალმა შეძლო დაბრუნებოდა პირველობას. გუნდის ღირებულებამ 4.24 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2018 წელს მადრიდის რეალმა 100 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო ჩემპიონთა ლიგიდან.

მადრიდის რეალს მოჰყვება მისი კონკურენტი ბარსელონა, რომლის ღირებულება 4 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, ასევე, მანჩესტერ იუნაითედის - 3.8 მილიარდი აშშ დოლარს, მიუნხენის ბაიერნის - 3 მილიარდ აშშ დოლარს და მაჩესტერ სითის - 2.69 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.