მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2019 წლის ნოემბერში საქართველოს ექსპორტი 25%-ით – $345.9 მილიონამდე გაიზარდა

5df34154b7943
შოთა ტყეშელაშვილი
13.12.19 11:55
933
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის ნოემბერში წინა წელთან შედარებით, საქართველოს ექსპორტი 25%-ით, $345.9 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. 

რაც შეეხება იმპორტს, საქსტატის ოპერატიული მონაცემებით, მისი მოცულობა ნოემბერში $782.7 მილიონ დოლარს შეადგენდა, რაც 2018 წელთან შედარებით 4%-ით მეტია. 

2019 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 11.5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 1.4 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 3.38 მილიარდი აშშ დოლარი იყო (11.7 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 8.12 მილიარდი აშშ დოლარი (2.3 პროცენტით ნაკლები).

საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები მიმდინარე წლის 19 დეკემბერს გამოქვეყნდება, შესაბამისად ამ დღეს გაირკვევა, რა პროდუქციის ექსპორტი არის გაზრდილი.