მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2019 წლის სამ კვარტალში ირანიდან FDI 69.3%-ით შემცირდა

5e1db6a4647bc
ვიქტორია მღებრიშვილი
15.01.20 10:40
1612
წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის სამ კვარტალში ირანიდან საქართველოში 1.2 მლნ დოლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა, რაც 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში შემოსულ ინვესტიციებთან (3.9 მლნ დოლარი) შედარებით 69.3%-ით ნაკლებია.

აღნიშნული ინფორმაცია BM.GE-მ საქსტატიდან გამოითხოვა.

როგორც ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებიდან ირკვევა, გასული წლის იანვარ-სექტემბრის განმავლობაში ირანელი ინვესტორებისთვის ყველაზე მიმზიდველი სამშენებლო და უძრავი ქონების სექტორი იყო, სადაც შესაბამისად 634.4 ათასი დოლარის და 203.8 ათასი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. ინვესტიციების შემოდინება დაფიქსირდა ასევე დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში - 7.0 ათასი დოლარი. ვაჭრობის, განათლების, კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების სექტორებში ჯამში ქვეყანაში შემოსული პირდაპირი ირანული ინვესტიციის მოცულობამ 1.293 მლნ დოლარამდე შეადგინა.

რაც შეეხება სასტუმრობისა და რესტორნების; საფინანსო; ტრანსპორტისა და სოფლის მეურნეობა, თევზჭერის სექტორებს, აქ ინვესტიციების გადინება დაფიქსირდა. 

აღსანიშნავია, რომ 2015-დან 2018 წლამდე ირანიდან შემოსული ინვესტიციების ზრდა ფიქსირდება. წლების მიხედვით სტატისტიკა ასეთია: 2015 წელი - 536.5 ათასი დოლარი; 2016 წელი - 3.6 მლნ დოლარი; 2017 წელი - 5.5 მლნ დოლარი; მაქსიმალური ინვესტიციის მოცულობამ 6.7 მლნ დოლარის 2018 წელს დაფიქსირდა. 

რაც შეეხება ირანული კომპანიების ათეულს, რომელთაც 2019 წლის სამ კვარტალში საქართველოში ყველაზე მეტი FDI ჩადეს, სია ასე გამოიყურება:

• შპს ბესთ ბილდერ ინტერნეშენალ კომპანი BEST BUILDER INTERNATIONAL COMPANY
• შპს თრიფელ ეი
• შპს ინდუსტრიული ტექნიკური სერვისები
• შპს ჯეოლიდერი
• შპს ქაფრინა
• შპს გლობალ ინდუსტრი სოლუშენ
• შპს ტირ გოსთარ ჯორჯია
• შპს ქომო
• შპს ფიქეი.ქო
• შპს ახალი თბილისი

(შენიშვნა: კომპანიები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით)