მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2019 წლის საუკეთესო ავიაკომპანიები - მათგან რამდენიმე საქართველოშიც დაფრინავს

5dcef8d1550ee
BM.GE
16.11.19 00:03
2170
საავიაციო კვლევითი ორგანიზაცია Skytrax-მა 2019 წლის საუკეთესო 20 ავიაკომპანიის რეიტინგი შეადგინა. სიის სათავეში „ყატარის ავიახაზები“ მოექცა, მეორე ადგილი კი „სინგაპურის ავიახაზებმა“ დაიკავა. ოცეულში შესული რამდენიმე ავიაკომპანია საქართველოშიც დაფრინავს, მათ შორისაა მაგალითად, გერმანული Lufthansa. კვლევითმა ორგანიზაციამ რეიტინგი მგზავრების გამოკითხვის საფუძველზე შეადგინა. კერძოდ, მსოფლიოს მასშტაბით 21 მილიონი ადამიანი გამოკითხეს.

წლევანდელი საუკეთესო ავიაკომპანიების ოცეული შემდეგნაირად გამოიყურება:

1. „ყატარის ავიახაზები“
2. „სინგაპურის ავიახაზები“
3. იაპონური ავიახაზები ANA
4. ჰონგ-კონგის ავიახაზები Cathay Pacific
5. არაბთა გაერთიანებული საამიროების ავიახაზები Emirates
6. ტაივანური ავიაკომპანია EVA Air
7. ჩინური ავიაკომპანია Hainan Airlines
8. ავსტრალიური ავიაკომპანია Qantas-ი
9. გერმანული ავიაკომპანია Lufthansa
10. ტაილანდის ავიახაზები Thai Airways
11. „იაპონიის ავიახაზები“
12. ინდონეზიური ავიაკომპანია Garuda Indonesia
13. შვეიცარიული Swiss International Air Lines
14. ჩინური China Southern Airlines
15. „ავსტრიის ავიახაზები“
16. ახალზელანდიური Air New Zealand
17. „ბანგკოკის ავიახაზები“
18. ჰოლანდიური ავიაკომპანია KLM
19. ბრიტანული British Airways
20. მალაიზიური ავიაკომპანია AirAsia