06.მარტი .2020 00:04

2019 წლის შედეგებით "კრისტალი" არასაბანკო საფინანსო სექტორის მოწინავე კომპანიაა

views 2191
უკან

„კრისტალმა“, ქვეყანაში წამყვანმა არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტმა, 2019 წლის (საქართველოს ეროვნულ ბანკთან რეგულატორული ანგარიშგების მონაცემებზე დაყრდნობით) შედეგები შეაჯამა. 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, „კრისტალის“ მთლიანმა სესხებმა 311 მლნ ლარზე მეტი, მთლიანმა აქტივებმა 350 მლნ ლარზე მეტი, კაპიტალმა თითქმის 67 მლნ ლარი, ხოლო წმინდა მოგებამ თითქმის 6 მლნ ლარი შეადგინა, რის შედეგადაც „კრისტალი“ არააბანკო საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს შორის წამყვან პოზიციაზეა.

გარდა ძლიერი ფინანსური მაჩვენებლებისა, 2019 წელი „კრისტალისთვის“ აღსანიშნავი იყო შემდეგი მნიშვნელოვანი აღიარებებითა და მიღწევებით:

• „კრისტალმა“ პირველმა გამოუშვა 15 მლნ ლარის მოცულობის კორპორაციული ობლიგაციები, ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის
• „კრისტალმა“ მიიღო კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ჯილდო გენდერული თანასწორობის პრინციპების დანერგვის კუთხით საუკეთესო პრაქტიკისთვის
• საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო „მიკროფინანზამ“ „კრისტალს“ A- შეფასება მიანიჭა
• წამყვანმა საერთაშორისო ჟურნალმა ფინანსური სექტორის თაობაზე Global Finance -მა „კრისტალი“ აღიარა ყველაზე სწრაფად მზარდ არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტად და საუკეთესო კომპანიად ინვესტორებთან ურთიერთობის მიმართულებით.

„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო „კრისტალის“ ყველა თანამშრომელს მათი მუშაობისთვის, მომხმარებელს - ლოიალობისთვისა და ნდობისთვის, პარტნიორსა და ინვესტორს - მუდმივი მხარდაჭერისთვის - „კრისტალის“ ძლიერი პოზიცია და შედეგები თითოეული მათგანის დამსახურებაა. მოგეხსენებათ, 2019 მნიშვნელოვანი გამოწვევებით სავსე წელი იყო მიკროსაფინანსო სექტორისთვის და „კრისტალმა“ არათუ წარმატებით გაართვა თავი ამ სირთულეებს, არამედ 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა აჩვენა მთლიანი სესხების, მთლიანი აქტივებისა და კაპიტალის მაჩვენებლებით“, აღნიშნა „კრისტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, არჩილ ბაკურაძემ. „სიამოვნებით აღვნიშნავ, რომ 2019 წელი აღსანიშნავი იყო არა მხოლოდ კარგი ფინანსური მაჩვენებლებით, არამედ მნიშვნელოვანი მიღწევებით სოციალური პასუხისმგებლობისა და კორპორაციული მართვის მიმართულებით. „კრისტალის“ ძლიერი მხარე ყოველთვის იყო და იქნება პასუხისგებლობის მაღალი გრძნობა მისი თანამშრომლების, კლიენტებისა და პარტნიორების მიმართ და სწორედ ამის აღიარება მოხდა 2019 წელს მიღებული ჯილდოებით. „კრისტალი“ განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს არა მხოლოდ ბიზნესის წარმატებით წარმართვას, არამედ იმასაც თუ როგორ ვმართავთ ჩვენს საქმიანობას და რამდენად ვნერგავთ ქვეყანაში საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას. „კრისტალს“ აქვს შორსმიმავალი, უაღრესად საინტერესო გეგმები, რომლებიც უკვე წელს პოზიტიურად აისახება თითოეულ ჩვენს არსებულ და მომავალ თანამშრომელსა და კლიენტზე“, დაამატა არჩილ ბაკურაძემ.

კრისტალის შესახებ:
„კრისტალი“ ქვეყანაში წამყვანი არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც საქართველოს მასშტაბით მართავს 311 მლნ ლარის მოცულობის სასესხო პორთფელს, ემსახურება 100,000 ზე მეტ მომხმარებელს, ოპერირებს 50 ფილიალითა და ასაქმებს 1,000-ზე მეტ თანამშრომელს. „კრისტალის“ აქციონერებს შორის არიან წამყვანი დასავლური ფონდები: Agrif Cooperatief U.A. და DWM Funds S.C.A.-SICAF-SIF. მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული და განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური ფინანსური პროდუქტებისა და მომსახურების შეთავაზებით, „კრისტალი“ ხელს უწყობს ათასობით მომხმარებლის ეკონომიკურ განვითარებას. „კრისტალი“ პირველი არასაბაკო საფინანსო ორანიზაციაა, რომელმაც გლობალური სარეიტინგო სააგენტოს, FitchRatings-ის შეფასება ‘B’/Stable მოიპოვა და ასევე პირველმა გამოუშვა 10 მლნ ლარის მოცულობის კორპორაციული ობლიგაციები. 2018 წლის 13 დეკემბერს, „კრისტალი“ საქართველოში წლის პასუხისმგებლიან ბიზნესად დასახელდა.

R

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა