გასული სამი წლის განმავლობაში პირველად, იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი, იოშიმასა ჰაიაში ჩინეთში ჩავა რა დროსაც მის ჩინელ კოლეგას, ჩინ განგს შეხვდება, - ამის შესახებ რამდენიმე ადგილობრივი იაპონური გამოცემა წერს. მედიის ცნობით, იაპონიის პირველი დიპლომატის ოფიციალური ორდღიანი ვიზიტი, რომელიც 1-ელ აპრილს დაიწყება, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის სტაბილურობის შენარჩუნებას ემსახურება.
გასული წლების განმავლობაში, ორ აზიურ სახელმწიფოს შორის ურთიერთობა დაიძაბა, რადგან იაპონია ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთ უმთავრეს სტრატეგიულ პარტნიორად ითვლება, მათ შორის ჩრდილო-ატლანტიკური სამხედრო ალიანსის მიმართულებით. ჩინეთი კი, ამ დროს, ერთ-ერთ მთავარ მოკავშირედ რუსეთს ასახელებს, რაზეც სი ძინპინისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრაც მიუთითებს.
გასულ კვირას, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა კიდევ ერთხელ მას მერე დაიძაბა, რაც ჩინეთის ხელისუფლებამ ჯაშუშობის ბრალდებით იაპონური ფარმაკოლოგიური კომპანიის, Astellas Pharma-ს თანამშრომელი დააკავა - ოფიციალური ტოკიო, ცხადია, მისი მოქალაქის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს. იაპონელის დაკავების მიუხედავად, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ფუმიო კიშიდამ განაცხადა, რომ ქვეყნის უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორ სახელმწიფოსთან სტაბილური ურთიერთობის შენარჩუნებას გეგმავს.
ცნობისთვის: იაპონიისა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ჩანიშვნას წინ უსწრებდა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩევლის, ჯეიკ სალივანისა და ჩინეთის ერთ-ერთი უმთავრესი დიპლომატის, ვანგ ის სატელეფონო საუბარი, რომელიც მსოფლიოს ორ უმსხვილესი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოებს შორის დაძაბულობის შემცირებას ემსახურებოდა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი