მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2019 წლის ტოპ 10 უმსხვილესი გამარტივებული შესყიდვა - TI

5e3411fbce1fb
შოთა ტყეშელაშვილი
31.01.20 21:35
1127

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონული სისტემის საფუძველზე უმსხვილესი გამარტივებული შესყიდვების სტატისტიკა გამოაქვეყნა. 

ორგანიზაციის ინფორმაციით, 2019 წლის განმავლობაში კონკურსის გარეშე ყველაზე დიდი - 23-მილიონიანი ხელშეკრულება კომპანია "იუ ჯი თის" გაუფორმდა, რის საფუძველზეც სახელმწიფომ კომპანიისგან პორტატული კომპიუტერები შეიძინა. შესყიდვის შედეგად, სკოლის მოსწავლეებს პორტატული კომპიუტერები გადაეცათ. 

მეორე ადგილზე "მთის კურორტების განვითარების კომპანიის" მიერ გამოცხადებული ტენდერია, რომლის შედეგადაც კომპანია Doppelmayr-ს ამწეებისა და გადასაზიდი მოწყობილობების შესასყიდად 6.7 მილიონი ევროს კონტრაქტი გაუფორმდა.