მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2019 წლის წამყვანი ტურისტული მიმართულება მოსკოვი გახდა

5de16973d833a
BM.GE
30.11.19 00:10
1820
World Travel Award-ის მიხედვით 2019 წლის წამყვანი ტურისტული მიმართულება ქალაქებს შორის მოსკოვი გახდა. აღნიშნულ ნომინაციაში წელს მოსკოვის გარდა, კიდევ 18 ქალაქი იყო წარდგენილი. მათ შორის, ნიუ-იორკი, პარიზი, ლისაბონი, რიო-დე-ჟანეირო, სიდნეი, სანკტ-პეტერბურგი. გასულ წელს, ეს ნომინაცია პორტუგალიის დედაქალაქმა ლისაბონმა მოიგო.

World Travel Award-მა სხვა ნომინაციებში გამარჯვებულებიც გამოავლინა, მათ შორის მთავარი კულტურული მიმართულების ნომინაციაში. აღნიშნული ტიტული წელს, პერუმ მოიპოვა.

2019 წლის წამყვანი ავიაკომპანია კი Etihad Airways-ი გახდა.