მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2019 წლის ყველაზე ყურებადი სერიალების TOP-20

5e047a188232d
ნათია თაქთაქიშვილი
26.12.19 20:00
2159
2019 წელი საკმაოდ კონკურენტული გამოდგა ონლაინ-სტრიმინგ კომპანიებისათვის, რადგან ბაზარზე არსებულ პოპულარულ კომპანიებს როგორიც არის Netflix-ი, Amazon Prime Video and Hulu დაემატა Disney+ და Apple TV+.

Disney+-ის და Apple TV+ -ის დამატებამ მაყურებლებს ახალი არჩევანი გაუჩინა, მიუხედავად უკვე არსებული მრვლფეროვანი პროგრამებისა. როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, მიწოდებამ მნიშვნელოვნად გადააჭარბა მომხმარებელთა მოთხოვნას.

2019 წლის სატელევიზიო სეზონის დასასრულს TV Time-ი ყველაზე ყურებადი შოუების TOP-20 ასახელებს. მიუხედავად დიდი არჩევანისა, ოცეულში Netflix-ის სერიალები ლიდერობს.

ამ სეზონზე სიაში მხოლოდ ერთი სერიალია, რომელიც Netflix-ს არ ეუთვნის. ეს არის ონლაინ-სტრიმინგ კომპანიებიის Hulu-ს პროდუქტი The Handmaid's Tale.

TV Time-ი აღნიშნავს, რომ Netflix-ის პორდუქტმა Money Heist (aka La Casa de Papel) ყველაზე მეტი არაინგლისურენოვანი მოსახლეობა მიიზიდა; მათმა რაოდენობამ 44 მილიონი შეადგინა. ფანები კი, მოუთმენლად ელიან სერიალის მეოთხე სეზონს 2020 წელს.

ყველზე მეტად ნახვადი სერიალების ოცეული ასე გამოიყურება:

1. Lucifer
2. Stranger Things
3. 13 Reasons Why
4. Money Heist aka La Casa de Papel
5. Orange Is The New Black
6. The Handmaid’s Tale
7. Sex Education
8. Elite
9. You
10. Chilling Adventures of Sabrina
11. The Umbrella Academy
12. Black Mirror
13. Dark
14. Marvel’s The Punisher
15. Atypical
16. Love, Death & Robots
17. Mindhunter
18. Marvel’s Jessica Jones
19. Big Mouth
20. The Society

მიუხედავად დიდი კონკურენციისა, Netflix-ი გამოირჩევა მაღალი ხარისხით და მისი ფილმები და სერიალები წარდგენილია 2020-ის ოქროს გლობუსის 17 ნომინაციაზე. საუკეთესო ფილმის ნომიაციაზე კი, დასახელებულია მარტინ სკორსეზეს The Irishman-ი.