2020 წლის IV კვარტალში ბიზნესსექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 641.6 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 10.1 პროცენტით ნაკლებია. ინფორმაციას საქსტატი აქვეყნებს.
მათი ცნობით, დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 609.0 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით - 9.6 პროცენტით ნაკლები). საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე - 2 637.8 მლნ. ლარით განისაზღვრა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.9 პროცენტით ნაკლები).
დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 41.2 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდის, 22.8 პროცენტი - საშუალოზე, ხოლო დარჩენილი 36.0 პროცენტი - მცირე ბიზნესზე.
2020 წლის IV კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 1 417.0 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 12.2 ლარით), მათ შორის ქალების ხელფასმა შეადგინა - 1070,1 ლარი (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 21.8 ლარით). საშუალო ხელფასის ზრდა სავარაუდოდ დაკავშირებულია დასაქმებულთა რაოდენობის შემცირებასთან, რამაც ავტომატურად გაზარდა საშუალო ხელფასი.
საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია:
⦁ მსხვილი ბიზნესი – 1 439.6 ლარი
⦁ საშუალო ბიზნესი – 1 632.6 ლარი
⦁ მცირე ბიზნესი – 1 228.4 ლარი.
რაც შეეხება დასაქმებულთა რაოდენობას რეგიონების მიხედვით აღნიშნული მაჩვენებელი
შემდეგნაირად ნაწილდება:
⦁ ქ. თბილისი – 66.0 პროცენტი,
⦁ აჭარის ა.რ. – 8.5 პროცენტი,
⦁ იმერეთი – 6.8 პროცენტი,
⦁ ქვემო ქართლი – 5.5 პროცენტი,
⦁ სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3.6 პროცენტი.
დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 41.1 პროცენტი ქალია, ხოლო 58.9 პროცენტი - კაცი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
აუცრელ თანამშრომელს რესტორანში არ ავიყვან - თაკო დოლაბერიძე
თურქეთის ელჩი „ნამახვანჰესზე“: არსებობს მანიპულაცია ფაქტებით... მოვუწოდებ კომპანიას ღიად გამოვიდეს და ილაპარაკოს
თბილისის სამ რაიონში მოსახლეობის ნაწილს წყალი 26 საათით შეუწყდება
კომაროველ ნიკოლოზ ბირკაძეს მასაჩუსეტსის ინსტიტუტი სწავლას $300 000-ით დაუფინანსებს
თბილისის მერია შემოდგომაზე ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპს გეგმავს
ხვალიდან, თბილისში ავტობუსის ახალი ინტეგრირებული მარშრუტი N339 ამოქმედდება
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი