მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“2020 ნებისმიერი სექტორისთვის რთული წელი იყო, ჯანდაცვისთვის - ორჯერ რთული"

60842098ca21d
ლიკა გურაბანიძე
25.04.21 11:34
474
“2020 ნებისმიერი სექტორისთვის რთული წელი იყო, ხოლო ჯანდაცვის სექტორისთვის -  ორჯერ რთული", - ამის შესახებ "ევექსი ჰოსპიტლების” გენერალური დირექტორის მოადგილე ეკატერინე ქავთარაძემ #BMGFRIVE-ში სტუმრობისას განაცხადა.

როგორც ქავთარაძემ აღნიშნა, კომპანიამ 2020 წელი ზარალით დახურა. 

“ფრონტის წინა ხაზზე ვიყავით და ჩვენს პროფესიონალიზმზე კოვიდპანდემიის მართვის ძალიან დიდი ნაწილი გადიოდა. გასულ წელს ყველამ - სანიტრით დაწყებული გენერალური დირექტორით დამთავრებული ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთეთ. აქ მხოლოდ კორპორაციული პასუხისმგებლობა არ იყო, ეს იყო მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, რომ მეტი გაგვეკეთებინა", - აღნიშნა ქავთარაძემ.

მისივე თქმით, კომპანიისთვის 2021 წლის მთავარი გამოწვევა სწორედ კრიზისიდან გამოსვლა იქნება.

ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების გაწევა შიშველი ხელებით არსად ხდება - „ევექსი ჰოსპიტლები“