2020 წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობამ 176 მილიონი ლარით მეტი შიდა ვალი აიღო, ვიდრე ეს ბიუჯეტით იყო განსაზღვრული. სახელმწიფო ხაზინის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, 1.85 მილიარდი ლარის ნაცვლად, შიდა ვალის აღებამ გასულ წელს 2.026 მილიარდი შეადგინა.
თუმცა, შიდა ვალის დაგეგმილზე მეტი ზრდის პარალელურად, მთავრობამ 2020 წელს დაგეგმილზე ნაკლები საგარეო ვალი მიიღო. ბიუჯეტის მიხედვით, ვალის ზრდა 6.19 მილიარდი ლარი უნდა ყოფილიყო, ამის ნაცვლად ქვეყანაში ჩამორიცხული ვალდებულებების მოცულობამ 5.26 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც გეგმაზე 930 მილიონი ლარით ნაკლებია.
კერძოდ კი ბიუჯეტის მხარდამჭერი საგარეო კრედიტების გეგმა 5.15 მილიარდ ლარს შეადგენდა, საიდანაც ქვეყანამ 3.84 მილიარდის ვალდებულებები მიიღო.
საინვესტიციო პროექტების დაფინანსებაზე მიმართული სესხების გეგმა კი 1 მილიარდი ლარი იყო, ხოლო ქვეყანაში ფაქტობრივად ჩამორიცხულმა რესურსებმა 1.41 მილიარდი შეადგინა.
ჯამურად, 2020 წელს საქართველოს მთავრობამ 7.28 მილიარდი ლარის ახალი ვალდებულებები აიღო.
2021 წლის ბიუჯეტით, საქართველოს მთავრობა 5.27 მილიარდი ლარის მოცულობის ახალი საგარეო ვალის აღებას გეგმავს. ამასთან შიდა ვალის აღება წელს გათვალისწინებული არაა. კრედიტების მატების შედეგად, საქართველოს ვალის მოცულობა მშპ-ს 60%-ს მიაღწევს, ბიუჯეტის დეფიციტი კი 7.5% იქნება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
მიმართულებები, რომელსაც ორშაბათიდან ახალი მიკროავტობუსები მოემსახურება
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
Leavingstone-ის კლიენტები Netflix-ი და Siemens-ი გახდნენ - კომპანია ბერლინში ოფისის გახსნას გეგმავს
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?