2020 წელს საქართველოს მოსახლეობა 0.3%-ით გაიზარდა და 3,728,600 ადამიანი შეადგინა - საქსტატის ანგარიშიდან ირკვევა, რომ ამ ზრდის მთავარი მიზეზი არა ბუნებრივი მატება, არამედ COVID-19-ის გამო უცხოეთიდან საქართველოს მოქალაქეთა დაბრუნება იყო.
სტატისტიკის თანახმად, ბუნებრივი მატება 2020 წელს უარყოფითი იყო და მინუს 4,017 შეადგინა, დადებითი მიგრაციული სალდო კი 15,732 იყო, შედეგად მოსახლეობა 0.3%-ით გაიზარდა.
2020 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 74,264 შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 29.3 პროცენტით ნაკლებია, ხოლო იმიგრანტების რიცხოვნობა 7.1 პროცენტით შემცირდა და 89,996 შეადგინა (სხვაობა 15,732).
საქსტატის ანგარიშის თანახმად, 2020 წელს საქართველოში მოსახლეობის სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 0.7 წლით შემცირდა და 73.4 წელი შეადგინა. მათ შორის კაცებისათვის – 69.1 წელი, ხოლო ქალებისათვის – 77.7 წელი. სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობის შემცირება COVID-19-ის გამო ქვეყანაში სიკვდილიანობის ზრდამ განაპირობა. გასული წლის განმავლობაში ქვეყანაში გარდაცვლილთა რაოდენობა 8%-ით გაიზარდა. 2020 წელს საქართველოში 50,537 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 3,773-ის სიკვდილის პირდაპირი მიზეზი COVID-19 იყო. ამასთან, 2020 წელს საქართველოში შობადობა ბოლო 14 წლის მინიმუმამდე შემცირდა და 46,520 შეადგინა, რის გამოც ქვეყანაში უარყოფითი ბუნებრივი მატება დაფიქსირდა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი