მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2020-ში ხაშურს 13–კმ–იანი შემოვლითი გზა ექნება - რა ხდება რიკოთის საუღელტეხილო გზაზე

5e2049fd665ae
ინგა მურუსიძე
16.01.20 15:40
5748
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, რიკოთის შემოვლითი საუღელტეხილო გზის მეოთხე მონაკვეთი 2023 წელს დასრულდება.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რიკოთის საუღელტეხილო გზაზე ჩვენ არ ველოდებით ყველა მონაკვეთის დასრულებას ერთდროულად. სამუშაოებიც ისე არის დაგეგმილი და მიმდინარეობს, რომ სხვადასხვა დროს დასრულდება. დღეის მდგომარეობით, ყველაზე დიდი მონაპოვარი, რაც გვაქვს, არის ის, რომ რიკოთის მონაკვეთში შედის ასევე ზემო ოსიაური-ჩუმათელეთი.

ვადასტურებთ, რომ 2020-ში ხაშურს ექნება 13–კილომეტრიანი შემოვლითი გზა, რომელიც საშუალებას მოგვცემს განსაკუთრებით ტურისტული სეზონის დროს იჩენს თავს. ეს არის რეალური გადაწყვეტა ამ ყველაფრის. ფაქტიურად უკვე ნაკადი გადაერთვება სურამის შესასვლელთან. მნიშვნელოვანია 41–კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელიც ქუთაისის შემოვლით გზას უერთდება, ის რეკორდულ დროში სრულდება, ვინაიდან ვგეგმავთ, რომ ერთი მონაკვეთი სეზონის დაწყებამდე გაიხსნას. რაც საშუალებას მოგვცემთ, რომ ტურისტული ნაკადები ავარიდოთ ქუთაისს. მთლიანად 41–კილომეტრიანი მონაკვეთი 2020 წელს დასრულდება", - განაცხადა ქარსელაძემ.