მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2020 წელს 40 ფარმაცევტული დაწესებულება გაუქმდა - რეგულირების სააგენტო

60379bffa34c1
ელენე გოგბერაშვილი
25.02.21 16:40
707

გასულ წელს 40 ფარმაცევტული დაწესებულება გაუქმდა. ამის შესახებ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 2020 წლის საქმიანობის ანგარიშშია ნათქვამი. 

დოკუმენტში წერია, რომ 2020 წლის განმავლობაში ავტორიზებულ აფთიაქზე და ფარმაცევტულ წარმოებაზე, სულ 38 ნებართვა გაიცა. შეტყობინების საფუძველზე, რეალიზაციის უფლება მიეცა 414 აფთიაქს. გაუქმდა 40 ფარმაცევტული დაწესებულება. რეალიზაცია შეწყვიტა 216 ფარმაცევტულმა დაწესებულებამ (შეტყობინების საფუძველზე). ამასთან, ნებართვის გაცემაზე უარი ეთქვა 2 ავტორიზებულ აფთიაქს და 5 ფარმაცევტულ წარმოებას;

აღსანიშნავია, რომ ანგარიშში ფარმაცევტული დაწესებულებების სია და მათი გაუქმების მიზეზი განმარტებული არ არის.