მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2020 წელს "ბეკო" 4 მლნ ლარამდე ინვესტიციას განახორციელებს - კომპანიის გენდირექტორი

5e09b4cd2e6c6
ვიქტორია მღებრიშვილი
03.01.20 11:00
1557
საქართველოში ახალი მაღაზიების და მომსახურების ცენტრების გასახსნელად წელს, დაახლოებით, 4 მლნ ლარამდე ინვესტიცია ჩაიდება, - ამის შესახებ „ბეკოს“ გენერალურმა დირექტორმა მეჰმედ მელექმა BM.GE-ისთან სამომავლო გეგმებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მეჰმედ მელექი ამბობს, კომპანია თავის ქსელს და მომსახურებას ყოველწლიურად ავითარებს და ამ მხრივ, არც 2020 წელი იქნება გამონაკლისი.

„2020 წელს გეგმაში გვაქვს მინიმუმ 2 მაღაზიის გახსნა რეგიონებში; ასევე, 5 თებერვალს საბურთალოს „სითი მოლში“ „ბეკოს“ ახალი მაღაზია გაიხსნება. წელს ძალიან დიდ აქცენტს გავაკეთებთ მომსახურების ცენტრებზე. გაყიდვის შემდეგი მომსახურეობა რომ გავაუმჯობესოთ, ამჟამად ბათუმში, ქუთაისში, თბილისში, თელავში, ხაშურსა და გურჯაანში არის სერვის ცენტრები და გვინდა, ახალი ადგილებიც ავითვისოთ. მაგალითად, ახალციხე, ახალქალაქის, წალკის მხარე, საჩხერე-ჭიათურა, აღმოსავლეთში - ყვარელი, ლაგოდეხი - აქ გვინდა მომსხურების ცენტრების გახსნა. ჯამში, საქართველოში ახალი მაღაზიების და მომსახურების ცენტრების გასახსნელად წელს, დაახლოებით, 4 მლნ ლარამდე ინვესტიცია ჩაიდება.

ჩვენს კომპანიაში 140 ადამიანია დასაქმებული, მაგრამ მთლიანად "ბეკოს" ქსელში მთელი საქართველოს მასშტაბით, დილერების ჩათვლით 750 კაცამდე მუშაობს. ახალი მაღაზიების გახსნასთან ერთად თანამშრომელთა რიცხვიც, დაახლოებით, 35-40-ით გაიზრდება “, - უთხრა BM.GE-ის მეჰმედ მელექმა.

კომპანიის გენერალური დირექტორის თქმით, 2020 წელს „ბეკო“ მომხმარებელს სურპრიზებსაც შესთავაზებს.

"2020 წელს „ბეკოს“ სიურპრიზები ექნება - ახალი პროდუქცია, ახალი მოდელები, ახალი ფუნქციებით... ეს არის ინფორმაციის მაქსიმუმი, რისი თქმაც ამ ეტაპისთვის შემიძლია. ეს იქნება "ბეკოს" პროდუქცია, მაგრამ ინოვაციური მოდელები, ინოვაციური ახალი ფუნქციებით“, - დააანონსა მეჰმედ მელექმა.