მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2020 წელს დაგროვებითი საპენსიო სქემის თანადაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტს 200 მლნ ლარი დაუჯდება

5d9224bd46a5c
თელარა გელანტია
30.09.19 20:15
1066
2020 წლისთვის დაგროვებითი საპენსიო სქემის თანადაფინანსებისთვის 200 მლნ ლარია განსაზღვრული.

ამის შესახებ 2020 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პირველი ვარიანტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის ბიუჯეტში საპენსიო სქემის თანადაფინანსებისთვის 90 მლნ ლარი იყო გათვალისწინებული, მაგრამ რამდენიმე დღის წინ მთავრობამ წარმოადგინა მიმდინარე წლის ბიუჯეტის ცვლილება, რომლის თანახმად, დაგროვებითი საპენსიო სქემის თანადაფინანსებისთვის გათვალისწინებული ასიგნება 20.0 მლნ ლარით იზრდება და 110 მლნ ლარს შეადგენს.

"აღნიშნული ზრდა გამოწვეულია იმ ფაქტით, რომ საპენსიო სქემაში უფრო მეტი პირი დარჩა, ვიდრე პროგნოზირებული იყო სქემის ამოქმედებამდე", - განმარტეს მთავრობაში.