დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში სოფელ ხორნაბუჯში ზეთის მწარმოებელმა კომპანია „საქართველოს მცენარეული ზეთების კომპანია ქარვამ“, რომელმაც წარმოება 2020 წლის შემოდგომაზე შეაჩერა, საწარმოო პროცესი განაახლა. ამის შესახებ BM.GE-ის კომპანიის გენერალურმა დირექტორმა გიორგი თაბაგარმა განუცხადა.
კომპანია „ქარვას“ ბრენდის ქვეშ ქართული წარმოების რაფინირებულ და არარაფინირებულ მზესუმზირის ზეთებს 2005 წლიდან აწარმოებდა და ადგილობრივ ბაზარს ამარაგებდა, თუმცა პანდემიამ მმართველ კომპანიას ქარხნის გაჩერების გადაწყვეტილება მიაღებინა.
„პანდემიის პირობებში წარმოება გართულდა, რადგან ნედლეულის მოპოვება, მისი შეძენა გაძნელდა, მზესუმზირის ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა და მომხმარებელი, ძირითადად, იმპორტირებულ, უფრო იაფ და მეტად ხელმისაწვდომ პროდუქტზე გადავიდა“, - განმარტა BM.GE-სთან საუბრისას გიორგი თაბაგარმა.
2021 წელს ქარხნის გაჩერებამ, მწარმოებელ კომპანიას მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა. გიორგი თაბაგარი ამბობს, რომ დაახლოებით, ერთწლიანი პაუზის შემდეგ ქარხნის ამოქმედებისთვის კომპანიამ საბრუნავი საშუალებებისთვის დამატებით 300 000 ლარის ინვესტიცია განახორციელა. „ქარვის“ ზეთის საწარმო ამ ეტაპისთვის 35-40%-იანი დატვირთვით მოქმედებს და მხოლოდ არარაფინირებულ, მზესუმზირის კახურ ზეთს აწარმოებს.
"წარმოება ამ ეტაპისთვის ნაწილობრივაა დატვირთული, თუმცა 1-2 თვეში საწარმოო სიმძლავრებიის გაზრდას და რაფინირებული მზესუმზირის ზეთის წარმოების განახლებასაც ვგეგმავთ, რის შემდეგაც ექსპორტის მიმართულებით გაქტიურებაზეც ვიფიქრებთ. ქარხნის დადგმული სიმძლავრე თვიურად 150 ტონა ზეთია, ამ ეტაპისთვის კახური ზეთი 20 ტონის ოდენობით იწარმოება. ქარხნის სრული ამოქმედების შემდეგ კახური ზეთის წილი მთლიან წარმოებაში 30% იქნება“, - განმარტავს გიორგი თაბაგარმა.
ბაზარზე დაბრუნების შემდეგ „ქარვას“ ზეთის ღირებულება გაიზარდა. კომპანიის გენერალური დირექტორი განმარტავს, რომ მათი პროდუქტი პრემიუმ ხარისხის ზეთს მიეკუთვნება და დაბრუნების შემდეგ ზეთის ღირებულება, დახურვამდე არსებულ ღირებულებასთან შედარებით 60%-ით გაიზარდა.
„ქარვას“ კახური ზეთის ფასის ზრდა უპირველეს ყოვლისა მზესუმზირის გაძვირებიდან გამომდინარეობს. ჩვენ 100%-ით ქართულ ნედლეულს ვიყენებთ, რომელიც სერთაშორისო ბაზარზე არსებული ინფლაციური პროცესებიდან გამომდინარე გაძვირებულია. ამასთან, საბოლოო პროდუქტის ღირებულებაზე სხვა ფაქტორებიც მოქმედებს - საწვავის ფასი, კომუნალურები და ა.შ.“, - ამბობს კომპანიის გენერალური დირექტორი.
დღეისთვის მომხმარებელი ადგილობირივი წარმოების „ქარვას“ კახური ზეთის შეძენას „აგროჰაბში“, „კარფურსა" და „გუდვილში“, დაახლოებით, 9-10 ლარის ფარგლებში შეძლებს.
"ქარვას“ კახური და სიმინდის ზეთი დახლებზე ერთი თვეა, რაც გამოჩნდა და მოთხოვნა მზარდია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ბაზარზე დაბრუნება ჩვენს ექსკლუზიურ პარტნიორთან „დიპლომატ ჯორჯიასთან“ ერთად შევძელით, რომელმაც უკვე დღეს წარმოებული პროდუქტის მსხვილ ქსელურ მარკეტებში შეტანა უზრუნველყო“, - აღნიშნა გიორგი თაბაგარმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას