მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2020 წელს ელექტროენერგიის მოხმარება სავარაუდოდ, 5.4%-ით გაიზრდება

5e06140e13dc3
დავით ჯალაღონია
29.12.19 14:40
1181
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დამტკიცებული საპროგნოზო ბალანსის მიხედვით, 2020 წელს ელექტროენერგიის მოხმარება სავარაუდოდ, 5.4%-ით გაიზრდება და 13 მლრდ 994 მლნ აშშ დოლარს მიაღწევს.

რაც შეეხება მიმდინარე წლის მაჩვენებლებს, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მონაცემებით, საქართველოში იანვარ-ნოემბერში, საერთო ჯამში, 11 მლრდ 959.1 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის მოხმარება დაფიქსირდა. ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემზე (12 მლრდ 025.3 მლნ კვტ.სთ) 0.6%-ით ნაკლებია.

ამასთან, ნოემბერში საქართველომ 1 მლრდ 090.87 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია მოიხმარა, რაც 2018 წლის ნოემბრის მონაცემს დაახლოებით 12 მლნ კვტ.სთ-ით აღემატება.