მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2020 წელს გლობალურმა ტურიზმმა $1.3 ტრილიონი დაკარგა - UNWTO

60140cc9dde9d
ნათია თაქთაქიშვილი
29.01.21 21:17
1077
მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) მონაცემებით, 2020 წელს გლობალურმა ტურიზმმა 1.3 ტრილიონი დოლარი დაკარგა და დაახლოებით 100-120 მილიონი სამუშაო ადგილი დააყენა რისკის ქვეშ მცირე და საშუალო ზომის დაწესებულებებში. ამის შესახებ ინფორმაცია UNWTO-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვრცელდება.

„2020 წელს დაკარგული შემოსავალი 11-ჯერ აღემატებოდა 2009 წელს გლობალური ეკონომიკური კრიზისის დროს დაფიქსირებულ ზარალს. 2020 წელს საერთაშორისო ტურისტების ჩასვლის რიცხვი 1 მილიარდით, ანუ 74%-ით შემცირდა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ გაკეთდა უსაფრთხო საერთაშორისო მოგზაურობის უზრუნველყოფისთვის, ჩვენ ვიცით, რომ კრიზისი დასრულებისგან ჯერ შორსაა“, - ნათქვამია მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის განცხადებაში.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში ტურისტების ჩასვლის მაჩვენებელი 84%-ით შემცირდა, აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში 75%-ით, ევროპაში 77%-ით, ხოლო ამერიკაში 69%-ით.