მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„2020 წელს ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების სექტორის შემოსავლები მხოლოდ 2.1%-ით შემცირდა“

613b73d72c0fe
ინგა მურუსიძე
10.09.21 21:00
477
Galt & Taggart-მა ღვინისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების ბაზრის შესახებ კვლევა გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, პანდემიის მიუხედავად, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების სექტორის შემოსავლები მხოლოდ 2.1%-ით შემცირდა 2020 წელს, რაც სტაბილური საგარეო მოთხოვნის დამსახურება იყო.

ამასთან, 2021 წლის პირველ ნახევარში ღვინის ექსპორტის ზრდა დაჩქარდა და პანდემიამდელ დონესაც გადააჭარბა.

„ზოგადად, პანდემიამ ყველაზე დიდი გავლენა იქონია ადგილობრივ ბაზარზე. ბაზარზე შემოსავლები თითქმის განახევრდა, გამომდინარე იქიდან, რომ კაფეები, ბარები, რესტორნები ჩაკეტილი იყო, ტურიზმი ფაქტობრივად გაუქმებული იყო და ამ ყველაფერმა გავლენა იქონია, თუმცა რადგან ადგილობრივი ბაზარი ჯამურ შემოსავლებში მცირე წილს იკავებს, ამას საბოლოოდ, სექტორზე დიდი გავლენა არ ჰქონია“, - ნათქვამია Galt & Taggart-ის კვლევაში.