30.სექტემბერი .2019 12:38

2020 წელს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი 70 მლნ ლარით იზრდება

views 204
უკან

2020 წელს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი 70 მლნ ლარით იზრდება და 2 70 000 000 ლარი იქნება. ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა მისი უწყების მომავალი წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებზე საუბრისას ის პროექტები დაასახელა, რომელიც მომავალ წელს დასრულდება და ახალი დაიწყება.

„ჩვენი ბიუჯეტი 2019 წლის განმავლობაში იყო უპრეცენდენტ ოდ მაღალი. წელს საჭიროებიდან გამომდინარე ეს ბიუჯეტი იზრდება კიდევ 70 მლნ ლარითდა ამდენად ჩვენ გვექნება საშუალება კიდევ უფრო მეტი პროექტი დავაფინანსოთ.

ყველაზე დიდი წილი ჩვენი ბიუჯეტიდან კვლავ საგზაო ინფრასტრუქტურას უჭირავს, რაც ასახავს იმ საჭიროებებს, რაც მოსახლეობას აქვს და მათ შორის ამაში შედის ის საერთაშორისო მაგისტრალები, რომელცი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის არის აუცილებელი.

2020 წელს ჩვენ გავაგრძელებთ და აქტიურ ფაზაშია როგორც რიკოთის უღელტეხილის მონაკვეთი, ასევე ქვეშეთი-კობის საერთაშორისო მაგისტრალების მონაკვეთები.

ჩვენ შევძლებთ, ქუთაისის შემოვლითი გზის გახსნასაც 2020 წელს, ასევე ხაშურის შემოვლით გზის, სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთის და რა თქმა უნდა ჩვენ გავაგრძელებთ ყველა იმ მნიშვნელოვანი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას, რომელიც რეგიონებში ასე ძალიან სჭირდება ჩვენს მოსახლეობას. დაახლოებით ეს არის 600 კილომეტრი გზის რეაბილიტაცია, შეკეთება და ის შედეგი, რომელსაც ჩვენი მოსახლეობა იგრძნობს.

ასევე მოსახლეობის საჭიროებები არის გაზრდილი წყალმომარაგების ნაწილში. ეს არის სფერო, სადაც ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი.

2019 წელს ჩვენ 30%-ით გავზარდეთ ამ მიმართულებით ბიუჯეტი, თუმცა 2020 წლისთვის ჩვენ შევძელით კიდევ გამოგვენახა ერთობლივად რესურსები დაახლოებით 40 მლნ ლარით, რაც დაახლოებით 18%-ია და იმ პროექტების ამ დაფინანსებით ჩვენ 2020 წლისთვის შევძლებთ დამატებით 70 000 აბონენტის გამართული წყალმომარაგებით უზრუნველყოფას“-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მინისტრის თქმით, სამინისტროსთვის პრიორიტეტია განათლების ინფრასტრუქტურა და ამ მიმართულებით 2020 წელს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი ორმაგდება და შეადგენს 150 მლნ ლარს, რაც მოხმარდება 50 -ზე მეტი სკოლის მშენებლობას, 19 სკოლის რეაბილიტაციას. ასევე მშენებლობა და რეკონსტრუქცია ჩაუტარდება 70 სკოლას.

„მუნიციპალიტეტები წელსაც იყვნენ უზრუნველყოფლი 40 მლნ ლარის რესურსით, რითაც შეძლეს 600 -ზე მეტი სკოლის მცირე სარემონტო სამუშაოების წარმოება, რა პროცესიც გაგრძელება. ასევე დაახლოები 50 საბავშვო ბაღის მშენებლობა მოხდება 2020 წელს და ეს იქნება ჩვენი წვლილი განათლების ინფრასტრუქტურაში“-აღნიშნა ცქიტიშვილმა.

ასევე გაგრძელდება დევნილთა უზრუნველყოფა საბინაო პირობებით. ცქიტიშვილის თქმით, 2020 წლის განმავლობაში სამინისტროს ბიუჯეტი ხალი მშენებლობების ნაწილში 10%-ით იზრდება და გაგრძელდება ქუთაისში, წყალტუბოში და ზუგდიდში 1040 დევნილისთვის ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა.

გარდა ამისა გაგრძელდება რეგონებში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება, რომელშიც შედის სპორტული მოედნები, მომსახურების ცენტრები და სხვა.

მინისტრის თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტით დაფინანსდება და გაგრძელდება სოფლის პროგრამაც, რომლის ფარგლებში წელს 5000 პროექტი განხორციელდა.