14.აგვისტო .2020 09:00

2020 წელს „კულას“ სიმძლავრეების 5%-იან ზრდას ველით - ივანე გოგლიძე

views 402
უკან

გორის საკონსერვო ქარხნის „კულას“ დირექტორი ივანე გოგლიძე პანდემიის მიუხედავად მიიჩნევს, რომ კომპანია წარმოებას 2020 წელს 5%-ით გაზრდოს.

„მოლოდინები არ გვაქვს ნეგატიური, პოზიტიური მოლოდინები გვაქვს“, - უთხრა BM.GE-ის კომპანიის დირექტორმა.

მისი თქმით, საწარმოს წარმადობა და შესაბამისად გაყიდვები ყოველწლიურად საშუალოდ 15%-20%-ით იზრდებოდა, თუმცა 2019 წელი განსაკუთრებით წარმატებული იყო კომპანიისთვის.

„გასულ წელს წარმოების საკმაოდ დიდი 25%-იანი ზრდა გვქონდა, ამ ეტაპზე ჩვენი მიზანია, რომ შევინარჩუნოთ შარშანდელი გაყიდვები და მინიმუმ 5%-ით მაინც გავზარდოთ ის“, - განაცხადა ივანე გოგლიძემ.

მისი თქმით, ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვებმა იკლო, თუმცა კონრეტულ პროდუქტზე მოთხოვნის ზრდამ ეს კლება დააბალანსა.

„ადგილობრივ ბაზარზე რაღაც ნაწილში შემცირდა გაყიდვები, რაღაც ნაწილში გაიზარდა, მოიმატა გაყიდვები ხორცისა და ბოსტნეულის კონსერვებზე აქედან გამომდინარე ამან დააბალანსა სხვა მიმართულებით არსებული კლება“, - განაცხადა „კულას“ დირექტორმა.

რაც შეეხება ექსპორტს, ამ მხრივ კომპანიის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ კომპანია გეგმის მიხედვით მიდის.

„ექსპორტის მიმართულებით, იანვარი-თებერვალი-მარტის დასაწყისში შეკვეთები აპრილი-მაისი-ივნისში გავგზავნეთ, ხოლო ახალი შეკვეთები მოდის უკვე აგვისტოს ბოლოდან, რაც სექტემბერში-ოქტომბერში და ნოემბერში უნდა გავუგზავნოთ ჩვენს პარტნიორებს, აქედან გამომდინარე გეგმურად მივდივართ და არ გვგონია რომ ჩავარდნა გვექნება ექსპორტის მიმართულებით“, - აღნიშნა მან.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა